LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყოველ მესამეს ავტომობილი ჰყავს

68

საქართველოს ავტოპარკის, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 1, 2 მილიონი ავტომობილია.

ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია, სადაც მთელი რაოდენობის 36,7%–ია დარეგისტრირებული.

შსს–ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად დედაქალაქში დაახლოებით 550 ათასი ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი დინამიკურად იზრდება.

ქვეყანაში ყველაზე გავრცელებულია Mercedes Benz–ის მარკის ავტომანქანები, ასევე ლიდერთა სამეულშია Opel–ი და Ford–ი.

პირველ ათეულში ასევე შედის BMW, TOYOTA, VOLKSWAGEN, NISSAN, MITSUBISHI, HONDA და ა.შ.

ავტომობილების საერთო რაოდენობიდან 46% 20–ზე მეტი წლისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები