LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელიან

68

ჩვენი მოლოდინით, 100-ზე მეტმა კომპანიამ ინდუსტიულად 150 000 ტონაზე მეტი ყურძენი უნდა გადაამუშაოს, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

”წელს ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული რთველი უნდა გვქონდეს, რადგან ერთი მხრივ, მართლაც უხვი მოსავალია. ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში, როცა ბევრ სხვა კულტურას პრობლემა შეექმნა, ყურძნის საკმაოდ უხვი მოსავალი გვაქვს. ვფიქრობთ, სარეკორდო მოსავალი უნდა გვქონდეს. ჩვენი მოლოდინით, 100-ზე მეტმა კომპანიამ ინდუსტიულად 150 000 ტონაზე მეტი ყურძენი უნდა გადაამუშაოს. მოსავალი უხვია, ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, გაზრდილმა ექსპორტმა. ჩვენი მოლოდინით, წელს დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული ღვინის რეკორდული ექსპორტი იქნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის მოლოდინია, რომ 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინო დაახლოებით, 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები