საქართველოში ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციები – როგორ დავიცვათ თავი არასწორი პლასტიკისგან – კოტე მათითაშვილი

პოპულარული

საქართველოში ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციები – როგორ დავიცვათ თავი არასწორი პლასტიკისგან – კოტე მათითაშვილი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ პლასტიკურ ქირურგიას დაეთმო. რა ტიპის პლასტიკური ოპერაციები კეთდება საქართველოში ყველაზე ხშირად, რა სიხშირით შეიძლება გაკეთდეს პლასტიკური ოპერაცია, რა უნდა ვიცოდეთ რინოპლასტიკის, სახის გაახალგაზრადავების, მკერდის გადიდების, მუცლის პლასტიკისა და ლიპოსაქციის შესახებ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე რადიოს ეთერში კლინიკა „კარაპს მედლაინის“ პლასტიკურმა ქირურგმა, კოტე მათითაშვილმა ისაუბრა.

ბატონო კოტე, დავიწყოთ მთავარი კითხვით,  ყველაზე ხშირად საქართველოში რა ტიპის პლასტიკური ოპერაციები კეთდება?

რაც შეეხება რაოდენობას და მომართვიანობის სპეციფიკას, კავკასიაში ვცხოვრობთ და ნომერი პირველი ესაა რინოპლასტიკა. ამას მოჰყვება ძუძუს პლასტიკა, ლიპოსაქცია, სახის სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია, მუცლის პლასტიკა, სხეულის  ზონები, სხვადასხვას ტიპის და მასშტაბის ჩარევებით, მაგრამ ლიდერი ჩამონათვალში მაინც არის ცხვირის პლასტიკა ანუ რინოპლასტიკა.

რას გულისხმობს რეკონსტრუქციული ქირურგია?

რეკონსტრუქციული ქირურგია არის პლასტიკური ქირურგიის ყველაზე რთული ნაწილი. პირობითად პლასტიკური ქირურგია რომ დავყოთ, ესაა ესთეტიკური ქირურგია, რაც ემსახურება უშუალოდ სილამაზეს და რეკონსტრუქციული ქირურგია, რაც ემსახურება სხეულის შეძენილი თუ თანდაყოლილი დეფექტების, ნაკლოვანებების და ტრამვების აღდგენას. რეკონსტრუქციული ქირურგია მოიცავს დამწვრობის შემდგომი უხეში დეფორმაციების რეკონსტრუქციას, აღდგენას და სხეულის და სახის ფორმის დაბრუნებას. ასევე კიდურების უმძიმესი დეფექტების, ამპუტირებული კიდურების რეპლანტაციას. რაოდენობრივად ეს ოპერაციები მცირეა, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული და რთულია. ასეთი პაციენტების რაოდენეობა საომარ სიტუაციაში უფრო მეტია.

რითია განპირობებული ასეთი მზარდი მოთხოვნა რინოპლასტიკაზე ანუ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციაზე?

ეს განპირობებულია კავკასიური გენეტიკით. ჩვენს გენოტიპში დევს კეხიანი ცხვირი. შესაბამისად, ძალიან ბევრ გოგონას თუ მამაკაცს აქვს სურვილი ცხვირი გაილამაზოს და სწორედ ესაა ფაქტორი, რის გამოც ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება რინოპლასტიკები საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი რთული ოპერაცია პლასტიკურ ქირურგიაში. ამას სჭირდება საკმაოდ დიდი გამოცდილება, რათა კვალიფიციური ქირურგის დახმარებით მივიღოთ ის შედეგი, რაც უნდა პაციენტს და არა ის შედეგი რაც გამოვა. არსებობს მიდგომა, რომ ასე გამოვიდა, ასე ჯობია. მაგალითად ქირურგი პაციენტს ეუბნება, რომ მე ვთვლი, ასე უფრო მოგიხდება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნებისმიერი ოპერაცია პლასტიკურ ქირურგიაში უნდა ემსახურებოდეს პაციენტის თვითკმაყოფილების ამაღლებას. ესაა მისი ცხოვრება, მისი სხეული, მისი სახე, მისი ცხვირი, მისი ტუჩები. ამიტომ, პაციენტის სურვილი,  თუ ეს არ სცდება ლოგიკურს და ალოგიკურში არ გადადის, შესრულებულიც უნდა იყოს ადეკვატურად.

ქუთუთოების პლასტიკა, რა მეთოდით კეთდება ის და შეიძლება თუ არა მისი გაკეთება სხვა ქირურგიული პროცედურების პარალელურად?

შეიძლება ითქვას, რომ ქუთუთოების პლასტიკა ერთ-ერთი მარტივი პროცედურაა. ის ქუთუთოს დაშვებული, ჭარბი ნაწილის მოკვეთას, ცხიმოვანი თიაქრების მოცილებასა და თვალის გარშემო ზონის გაახალგაზრდავებას გულისხმობს. რაც შეეხება თვითონ კომბინაციებს, შესაძლოა ერთ პაციენტს, თუკი მისი ჯანმრთელობა არის სათანადოდ შეფასებული, გაუკეთო 3, 4, 5 ,7 სხვადასხვა ოპერაცია. ის დაიძინებს და გაკეთდება სხვადასხვა რეგიონებზე სხვადასხვა ჩარევები. ეს შესაძლოა იყოს ძუძუს გადიდება, რინოპლასტიკა, ტუჩების გადიდება, წარბების აწევა, ლიპოსაქცია სხვადასხვა ზონაში და ეს კეთდება ერთი ოპერაციის ფარგლებში. ადამიანი იღვიძებს, 2-3 დღე ისვენებს სტაციონარში და შემდეგ, დაახლოებთ 2 კვირაში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ასეთი პროცედურები უნდა გაკეთდეს კომპეტენტურ სპეციალისტთან, კომპეტენტურ სიტუაციებში, კლინიკის სათანადო მომზადების პირობებში და არა კოსმეტოლოგიურ სალონში.

გადაცემის წამყვანი ნატა ხარაშვილი და პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი

 

როგორია თქვენი რეაქცია, როცა ხედავთ, რომ ადამინს ბევრი წარუმატებელი პლასტიკური ოპერცია აქვს ჩატარებული და ის „პლასტიკური ქირურგიის“ მსხვერპლი ხდება?

სამწუხაროდ, ყველაფერში არსებობს გადაცდენები და დასანანაია, რომ არსებობენ ქირურგები, რომლებიც მიყვებიან პაციენტების სურვილებს უკიდეგანოდ. შესაძლოა აქ ფინანასური ინტერესია, შესაძლოა კვალიფიკაციის ნაკლებობაა. ეს არაა ჩემი შეფასების საგანი, თუმცა ცალსახად, ჩემი აზრით, ესაა დანაშაული ეთიკური თვალსაზრისით. გავა ერთი ან ორი წელი და ის პაციენტი მიხვდება, რომ შეცდა. ჩვენი პროფესია არის ექიმობა და ჩვენ არ უნდა ვავნოთ ადამიანს. როდესაც ამას არ აკეთებ და პაციენტს უსრულებ ყველა სურვილს, მერე გამოდის ის, რაზეც თქვენ საუბრობთ – ტუჩებგადაბერილი, გაუბედურებული სახე, რომლის შველაც საკმაოდ რთულია. როცა ვხედავ ასეთ შედეგს, გული ძალიან მწყდება.

რა ასაკიდან არის რეკომენდებული სახის გაახალგაზრდავება?

პირველ რიგში, არ შემიძლია არ დავასახელო ჩემი კოლეგა, ვისთან ერთადაც უკვე წლებია ვმუშაობ. ესაა ბატონი ალექსანდრე კალანტაროვი. ის ძალიან მაღალი კლასის ქირურგია და მადლიერი ვარ მასთან მუშაობის. ეს ჩემთვის სწავლაც არის, პრაქტიკაც და სასიამოვნო საქმის წარმოებაც. ჩვენ სახის გაახალგაზრდავების პროცედურაზე მუშაობა დაახლოებით 15 წლის წინ დავიწყეთ, როდესაც ამერიკელი ქირურგის მიერ პირველად შემოტანილი სახის ენდოსკოპიური ქირურგია ავითვისეთ. ეს გულისხმობს იმას, რომ მინიმალური ჩარევით ადამიანს მივცეთ 10-15 წლით გაახალგაზრდავების ეფექტი, ეს არის ფანტასტიკა, ეს არის თანამედროვე სახის ქირუგიის უახლესი მიღწევები, რაც უკვე მსოფლიოში კარგად დაინერგა. საინტერესოა, რომ ეს არ გულისხმობს არც დაჭიმვას, არც გადაჭიმვას, არც ხელოვური და სინთეტიური სახის მიღებას. ეს გულისხმობს ასაკობრივ ცვლილებებს. სწორედ ამაშია პალსტიკური ქირურგიის ხელოვნების საიდუმლო, რომ ადამიანს შესაძლოა, მოაკლო ასაკი. აი აქ გადის ზღვარი სინთეტიურობასა და ბუნებრივ პლასტიკური ქირურგიის შედეგებს შორის.

ძუძუს პლასტიკაზე მინდა გკითხოთ, მკერდის გადიდება, დაპატარავება და აწევა. არსებობს თუ არა უკუჩვენებები ამ ოპერაციის შემდგომ?

დღეს საქართველოში ამ ოპერაციების რაოდენობა ასევე მატების ტენდენციით მიდის. რაც შეეხება ძუძუს ქირურგიას, ჩვენ სარძვეე ჯირკვალს ვეხებით და ყველა პაციენტი არის წინასწარ შესწავლილი. თუ არის რაიმე რისკ ფაქტორი, რომელიც შესაძლოა იყოს ხელისშემშლელი,  ჩვენ ამ პროცედურას მამოლოგთან ერთად ყოველთვის წარმატებით ვასრულებთ. ვითვალისწინებთ ყველანაირ პათოლოგიურ კერას, მე არ მაქვს ცხადია საუბარი ონკოლოგიურ პათოლოგიებზე. არის ხოლმე კვანძები, ცისტოზური მასტოპათია, არის ხოლმე მდგომარეობა, როცა სარძევე ჯირკვალი სრულად მოსაცილებლია. ჩვენ ამ ოპერაციებს ვაკეთებთ ერთობლივად, მამოლოგებთან ერთად. რაც შეეხება მკერდის გადიდებას, ესაა ყველაზე მოთხოვნადი ცხვირის ოპერაციის შემდეგ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მარტივი პროცედურაა. ბევრს აქვს ამის შიში და ვიმეორებ, რომ ოპერაცია უნდა გაკეთდეს კვალიფიციურ დაწესებულებაში, ყველანაირი შესწავლის და კვლევის შედეგის კარგად შეფასების შემდგომ. თავად ოპერაცია არ არის რთული. ინპლანტი ძირითადად თავსდება კუნთის ქვეშ, სინთეტიურობა აუცილებელი არ არის. ჩვენ ვეკითხებით პაციენტს, თუ მას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი რეზულტატი, მას აქვს ეს შედეგი. თუ მას უნდა შედარებით „ვულგარული“ ძუძუ, მას ექნება ასეთიც. აქაც პრიორიტეტი პაციენტის სურვილია. მკერდის აწევა, გადიდება, დაპატარავება ყველა ოპერაცია დღეს გაკეთებადია. არც ერთი ეს ოპერცია კავშირში არ არის ძუძუს ონკოლოგიური პათოლოგიის განვითარებასთან. ეს არის მითი, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, როგორც მამოლოგები, ასევე პლასტიკური ქირურგები.

გაზრდილია თუ არა მომართვიანობა მუცლის პლასტიკაზე?

მომართვიანობა ყველა ოპერაციაზა მომატებულია. მუცლის პლასტიკა ექიმისთვის არც თუ ისე რთულად შესასრულებელია. არსებობს მითი, რომ ეს რთული ოპერაციაა, მაგრამ ასე არ არის. პაციენტი მეორე დღიდანვე ფეხზეა. მუცლის პლასტიკისას მოშვებული, დაშვებული, კანცხიმოვანი შრე და სტრიებით დაზიანებული კანის ზედაპირი, ჭიპის ზონიდან დაწყებული, ბოქვენის ზონამდე ცილდება და მუცელი ხდება ბრტყელი, კუნთები მაგრდება და ამით ადამიანი ძალიან დიდ სტიმულს იღებს, დაიწყოს ვარჯიში, ადვილად დაიცვას კვებითი სწორი რეჟიმი, შეცვალოს სამოსი. დაკიდებული, მოშვებული მუცლის წინა კედლის სხვა პროცედურებით მოშორება შეუძლებელია. ორი ქირურგი უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ.

აუცილებელია თუ არა მუცლის პასტიკის შემდეგ წონის შენარჩუნება?

ეს იმხელა სტიმულია ადამიანის ცხოვრებაში, რომ ამის შემდეგ ადამიანები პრაქტიკულად არ იმატებენ წონაში. ავიღოთ თუნდაც ინტიმური ქირურგია, საშოს პლასტიკა. ქალბატონების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ ვერ ახერხებს პარტნიორთან თანაცხოვრებას. ასეთ დროს ქალს აქვს საშოს კედლების მოდუნება, კეთდება ძალიან მარტივი ოპერაცია. ნამშობიარებ ქალბატონებს ჰგონიათ, რომ საშოს კედლები თუ მოდუნებულია, ეს ასე უნდა იყოს. ქალი ამ შემთხვევაში თვით შეგრძნებებს იუმჯობესებს და ბევრი მოგვმართავს ამ პრობელმით. ათიდან 5-6 შემთხვევაში საშოს კედლებს სჭირდება კორექცია. ამ დიაგნოზს სვამს გინეკოლოგი, რა თქმა უნდა. ეს არ არის კაპრიზი, ეს არის პათოლოგია და ამას სჭირდება ქირურგიული მკურნალობა.

ვისაუბროთ ლიპოსაქციაზეც…

მსოფლიოში, სამუშაო საათებში 200 000-ზე მეტი ლიპოსაქციის პროცედურა კეთდება. ლიპოსაქცია მსოფლიოში რაოდენობრივად ნომერი პირველი პროცედურაა. ეს ჩემი საყვარელი პროცედურაა, რადგან მართავ სხეულს და 5-7 საათის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანი შეიძლება გამოიყვანო. პროცედურას არ ახლავს არანაირი გართულება სწორად შესრულების შემთხვევაში. საჭიროა მხოლოდ ერთი თვე კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, გარკვეული მარტივი რეჟიმის დაცვა და სრულიად სხვა ცხოვრებაში დაბრუნება. მე აგიტაციას არ ვუწევ რა თქმა უნდა ოპერაციებს, ყველაფერს სჯობს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვარჯიში აღარ შველის ამა თუ იმ პრობლემას. ლიპოსაქცია არ გამოიყენება წონაში კლებისთვის, ეს არის მხოლოდ სხეულის კორექცია.

 

 

 

 

 

ექსკლუზივი /

|

14 დეკემბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => kote-matitashvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 196832
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => kote-matitashvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 196832
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => kote-matitashvili
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => kote-matitashvili
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (196832) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (16602,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 286424
                    [post_author] => 6
                    [post_date] => 2018-09-19 16:01:37
                    [post_date_gmt] => 2018-09-19 12:01:37
                    [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ახალ სეზონს იწყებს. პირველი გადაცემა კი ისეთ აქტუალურ თემას ეხება, როგორიცაა სკოლისთვის მზაობა. უნდა იცოდეს თუ არა წერა, კითხვა  და თვლა პირველკლასელმა, როგორ უნდა გაჩერდეს ის გაკვეთილზე ხანგრძლივი დროით და ვისი ბრალია, როცა შეგუების პროცესი ასე რთულდება – ამ თემებზე გადაცემაში ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესრომა  ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.

 

ქალბატონმა ნატა, რატომ უჭირს ბავშვს პირველი დღეები ბაღსა და სკოლაში და ყოველთვის მიუთითებს თუ არა ეს ქცევით პრობლემაზე?

ნამდილად საინტერესო თემაა, რადგან ხშირად ბავშვის სადმე დატოვებას მშობლები განიხილავენ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. მაგალითად, ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან თვითონ აუცილებლად სამსახურში უნდა იყოს. ზოგადად განვითარება არის ერთი წრფივი პროცესი, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ახასიათებს ადამიანს.

რომელ ეტაპზე რა კრიზისულ მომენტს ვხდებით, ეს უკავშირდება იმას, განვითარების ეტაპების განმავლობაში როგორ გარემოში ვიყავით, როგორ გვექცეოდნენ და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენს მიმართ. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ თუ ბაღში დარჩენა არის პრობლემა, ალბათობა იმისა, რომ ყოველ ჯერზე არის სერიოზული ქცევითი პრობლემა, ძალიან მაღალი არ არის. აქაა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ერთი, როდესაც ბავშვი შეჩვეულია ოჯახში, ან ძიძასთან ყოფნას და მისთვის ძალინ კომფორტულია იმ სოციალურ გარემოში ყოფნა, სადაც ნაცნობი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მივდივართ ბაღში და გვხვდებიან პედაგოგები ან უკვე ადაპტირებული ბავშვები,  რომლებიც მაინც უცხოები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ბაღისთვის მომზადება დაიწყოს არა სამი წლის ასაკიდან, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია თავისი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად არსებობა კონკრეტული დროის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა დაკვეთა უნდა მისცეს ძიძას, რათა ბავშვმა ეტაპობრივად იკონტაქტოს ეზოში თანატოლებთან, დარჩეს ერთ ბებოსთან, მეორე ბებოსთან გარკვეული ხნით. ასეთ დროს დამშვიდობება, იმის გაჟღერება, რომ მე წავალ და დაახლოებით ამ დროს მოვალ ანუ მსგავსი ფრაზებით ფორმულირებული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.  როდესაც ბავშვმა იცის, როდის მოვა დედა, ეს იწვევს უსაფთხოების განცდას, ხოლო ეს განცდა მომავალში გადადის სხვა სიტუაციებზეც.
ბაღისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ადრე და ეს რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მაგალითად წინასწარ უნდა გავაჟღეროთ, რომ  ბავშვს  ბაღში სიარული მოუწევს, უნდა მივიყვანოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაღია და ვითამაშოთ იქ ცოტა ხნით. იდეალურ შემთხვევაში უნდა გავაცნოთ პედაგოგები, ვიყოთ მასთან ერთად დასაწყისში, ოღონდ ნორმირებულად. თუ ამის საშუალება ბაღში არ არის , მაშინ მნიშვნელოავანია პედაგოგების დახელოვნება იყოს ისეთი, რომ მათ შეძლონ ბავშვების ყურადღების გადართვა, რაც ცხადია, 45 ბავშვის პირობებში პრობლემაა. ბაღთან ადაპტაციის პერიოდი ერთიდან  ოთხ კვირამდე გრძელდება. შეიძლება ბავშვმა ისწავლოს, რომ თუ ის იტირებს, დედა მოქანდება, ხელში აიყვანს და წაიყვანს. რომ მასწავლებელი დარეკავს და დედა აუცილებლად მოვა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ის მანიპულაციას იწყებს და მერე უკვე ჩნდება ქცევითი პრობლემა, რომელიც მართულია ბავშვის მიერ.
  სკოლაზე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება 6 წლის ბავშვი 40 წუთი გაუნძრევლად გაჩერდეს გაკვეთილზე? ძალიან სერიოზული კითხვაა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ეს შეკითხვა ძახილის ნიშნით ხშირად უნდა გაიმეორონ მშობლებმა და სპეციალისტებმაც. ბავშვი დაწყებით კლასებში არ უნდა გაჩერდეს გაუნძრევლად 40 წუთის განმავლობაში! იმიტომ, რომ მისი განვითარების ნორმა მოითხოვს მოძრაობას და გადაადგილებას. სამწუხაროდ სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ გაკვეთილები 40 წუთამდე შემცირდაო, რეალობა მაინც სხვაა. ამის მიზეზი კი ბავშვის შესვენებაზე მართვის პრობლემაა. ანუ რიგი მიზეზების გამო, პედაგოგი ვერ ახერხებს ბავშვის მენეჯმენტს.  დერეფნები და ეზოები ადეკვატურად აღჭურვილი არა არის, საკლასო ოთახში სივრცე არაა და ბავშვს აიძულებენ ოთხკუთხა ოთახში დაფისკენ მიმართული იყოს და კონცენტრაციის აქტივობა განახორციელოს, მას კი ეს არ უნდა! იმიტომ რომ არ შეუძლია და არც სჭირდება ! არ მინდა, არ შემიძლია, არ მჭირდება არის სიტყვები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და რომლებიც ყველამ უნდა მოისმინოს. არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანი. როდესაც რამეს მაიძულებენ, ან საბოლოოდ გავტყდები, დავემორჩილები და მოვიწყენ, რაც არ ვარგა. ან არ დავემორჩილები და ისეთ ქცევებს გამოვავლენ, რაც ნამდვილად იქნება ასოციალური ან ისეთ თვისებებს გამოვავლენ, როგორიცაა ყვირილი, ტირილი, სირბილი , იატაკზე დაწოლა და ასე შემდეგ...  მე ამაში ბავშვებს ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ის ამ ასაკში უნდა იყოს კონცენტრირებული მაქსიმუმ 9-10 წუთი აქტივობაზე, რომელიც მიმდინარეობს თამაშით და მიწოდებულია საინტერესოდ. ამის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს საშუალება ფიზიკური აქტივობის. ამ დროს პედაგოგი უნდა იყოს მრავალმხრივი განვითარების და იცოდეს, რა სჭირდება ბავშვს.  მას  ა, ბ, გ, დ-ს ფანტასტიურად შემოხაზვა  არ სჭირდება, მას სჭირდება: მშვიდი ემოციური გარემო, სოციალური კონტაქტების დამყარება თანაკლასელებთან, მასწავლებლის გაცნობა საგაკვეთილო და სასწავლო პროცესის პოზიტიურ კონტექსტში აღქმა, მოძრაობა, თამაში და ბოლოს წერა-კითხვა. წერა-კითხვას ყველა ვარიანტში ვსწავლობთ და არ გვევალება 2 და 3 თვეში ვიცოდეთ. ორი წლის მერე თუ კარგად ვკითხულობთ ან ვწერთ, მშვენიერია. რომელი სკოლის დერეფანში გინახავთ ისეთი რამეები, რომელიც სპორტულ აქტივობას გულისხმობს? როგორ გეკადრებათ, ჩვენთან დერეფანში გამოსვლა არ შეიძლება. ვაიმე ყვირის, ამბობენ 6 წლის ბავშვზე, უნდა იყვიროს! უნდა გამოუშვას ეს ენერგია, ამიტომ ხტუნვა ხმაური, ხელების აწევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
დაბალ კლასებში უნდა ხმაურობდნენ, თამაშობდნენ,  უნდა იყოს გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვი წევს, ზის, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მოძრაობსო, მოდის ამ სახის პრეტენზია და ეს წარმოუდგენელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობელსა და პედაგოგს ინფორმაცია არ აქვს. საგნისა და აკადემიური ცოდნის მიცემა არ არის მხოლოდ სკოლის ფუნქცია. ხშირად ამ განცხადების  გამო კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ეს ასეა.
რა კრიტერიუმით ფასდება სკოლისთვის მზაობა? სკოლისთვის მზაობის სამი კომპონენტი არსებობს.
  • პირველი გახლავთ ფიზიკური კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძვალკუნთოვანი სისტემა მზად არის ჯდომისა და კონცენტრირებისთვის. მას უნდა შეეძლოს სხეულის ისე ყრდნობა ან დაჭერა, რომ წეროს და ამ დატვირთვას მან უნდა გაუძლოს. კონცენტრაცია და  ყურადღება 6 წლის ასაკში უნდა განისაზღროს კონკრეტული დროის ფარგლებში.
  • მეორე კომპონენტი,  ესაა ემოციური მზაობა. ეს ნიშნავს, რომ მე შიმიძლია გარკვეული დროით, იდეალური დრო გახლავთ 3-4 საათი, დავრჩე აკადემიურ სივრცეში დედის, ოჯახის წევრის გარეშე. ისე, რომ მე არ ვღელავდე, არ ვშფოთავდე, უკან გამოქცევა არ მინდოდეს და სცენებს არ ვაწყობდე. ასევე აღსანიშნავია სოციალური და ემოციური მზაობაც, რომლის დროსაც მე შემიძლია კომუნიკაცია თანატოლებთან, სიამოვნებას ვიღებ ამით, ვეცნობი მათ და ვსწავლობ კომუნიკაციის დამატებით უნარ-ჩვევებს.
  • მესამე კომპონენტი, რომელზეც ჩვენი მშობლები და სამწუხაროდ პედაგოგების უმეტესობა აქცენტს აკეთებს, გახლავთ კოგნიტური ანუ აზროვნებითი.
სამივე კომპონენტი განსაზღვრავს, რამდენად მზად არის ბავშვი სკოლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლისთვის მზა ბავშვმა უნდა იცოდეს წერა და კითხვა. ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება იცოდეს ასოების იდენთიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ბაღში მას აძერწინებდნენ ან გამოჭრილი იყო ასოები და აფერადებინებდნენ. საუბარია 5-დან 6 წლამდე და არა 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მათ ბაღში ათვლევინებდნენ მსხლებს, ბლებს, ქათმებს და აკეთებინებდნენ მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს, რაც საბოლოოდ მას ასწავლის ციფრის ან ასოების იდენტიფიკაციას და არა კითხვას და მიმატება-გამოკლებას ან გაყოფა-გამრავლებას. არიან ბავშვები, რომლებიც ამას ადრეულ ასაკში სწავლობენ. მაგრამ არიან მშობლები, რომელთა ბავშვებს არ უნდათ ეს, ხოლო მშობლები, იმიტომ რომ მეზობლის ბავშვმა იცის, აძალებენ რომ იმეცადინონ და ამას სამწუხაროდ აკეთებენ ბაღებშიც. ამ ფაქტს იყენებენ ერთგვარ კომერციურ ხრიკად და ამბობენ, რომ მათ აქვთ გაკვეთილები. ზოგიერთი მშობელი კმაყოფილია, რომ ბაღში არის  მაგალითად ინგლისურის და გერმანულის გაკვეთილი. არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო! ბავშმა უნდა იცოდეს ის, რაც დღეს არ იციან ბაღებში: დამოუკიდებლად ჭამა, ტუალეტის დამოუკიდებლად მოხმარება, თასმის შეკვრა, წვრილი მძივებისგან რაიმე კონსტრუქციის აწყობა, ფანქრის ისე დაჭერა, რომ კონტურებს არ გადავიდეს გაფერადებისას, აპლიკაციის გაკეთება, დაჭრა, დაწყობა, გაფორმება, ქვიშაში თამაში, პლასტელინით ძერწვა, მეგობრებთან კომუნიკაცია, სიბრაზის ადეკვატურად გამოხატვა. ამას უნდა ვასწავლიდეთ საბავშო ბაღებში და არა ვითომ ინგლისურს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს იმას, რამდენად წარმატებული მოსწავლე ვიქნები მე. ეს გახლავთ წინა სასკოლო მზაობა. ინფორმაციის არქონა და ცოდნისა თუ ერთი სისტემის არქონა, იწვევს პრობლემას. ეს მანიპულაციის საშუალებას აძლევს კერძო ბაღებს, რაც ჩემთვის ძალიან მწვავე საკითხია. ბაღების სააგენტო მოგმართავთ!! არ კონტროლდება არც ერთი კერძო ბაღი. ეს არ შეიძლება. ძალიან კარგი სამუშაოები მიდის საჯარო ბაღში, კერძოში რა ხდება, ვერ გაიგებ. როგორ  მოქმედებს დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე შეფასება ქულებით და საშინაო დავალებები? შეფასების სისტემა პირობითია, ქულით ბავშვი არ უნდა ფასდებოდეს. ბავშვის შეფასება ადრეული ასაკიდან ხდება, როდესაც მას ვეუბნებით, რა კარგად გამოგივიდა, რა ყოჩაღი ხარ, ძალიან მომწონს შენი თამაში, ეს შეფასებაა. ამას ქულის დაწერა არ სჭირდება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ რაღაცეები შეფასდება, კონკრეტულად მისი ქმედებები და არა თვითონ. მან უნდა იცოდეს, რომ თვითონ ის ყოველთვის კარგია, რაღაც შეიძლება ისე ვერ გააკეთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. ვთვლი, რომ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემას ქულები არ სჭირდება. ქულები სჭირდებათ მოზრდილებს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც. შეიძლება მე პერიოდულად ვიკითხო ჩემი შვილის აკადემიური პროგრესის შესახებ, მაგრამ მნიშვნელოვანია  შეკითხვა, როგორც გრძნობს ჩემი შვილი თავს თქვენს სივრცეში. აი მერე უნდა მოდიოდეს უკვე შეკითხვა, გამოსდის კითხვა? საშინაო დავალებას რაც ეხება, ისიც უდნა იყოს ძალიან მარტივი და სწრაფად შესრულებადი. დასწავლა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში და არაა საჭირო საშინაო დავალებების ტარება ჩანთებით.
ადამიანის განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბედნიერების განცდა. აღმზრდელმა უნდა იმუშაოს იმაზე, რასაც მოაქვს ეს განცდა. ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ის აუცილებლად იპოვის თავის თავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ბავშვი ზუსტად 2 დღის წინ გახდა 6 წლის და ზოგი 7 თვის წინ და ეს განსხვავებები გასათვალისწინებელია. 6 წლის და 7 თვის ბავშვი გაცილებით წინაა განვითარებით, ვიდრე 6 წლის და 1 დღის.
აუცილებელია თუ არა ბავშვის დატვირთვა სხვადასხვა წრეებით სკოლის პარალულურად? ფიზიკური დატვირთვა კარგია ზომიერად. სასურველია, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე დადიოდეს სკოლაში და ერთი, რომელიმე სახეობის სპორტზე. თუ სკოლაში სპორტის ამბავი კარგად არის დაგეგმილი, ჯობს დავუტოვოთ ჩვენს შვილებს თავისუფალი დრო „არაფრის კეთებისთვის“. არ შეიძლება, რომ მისი დრო იყოს ამოვსებული მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მცალია. მნიშვნელოვანია, ნელ–ნელა მივაწოდოთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობები. მართალი გითხრათ, ძალიამ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იაროს ერთ-ერთი სკოლის გუნდზე, მაგრამ მას უნდა სიარული თექაზე, მე თანახმა ვარ. რომ ვკითხე, გუნდი გინდა თქო? მითხრა მოვიფიქრებ, როდის მინდაო. ბავშვმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და მე მას ამაში უნდა დავეხმარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ჩაერიონ თუ არა მშობლები შვილების კონფლიქტში, როცა საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებსა და ბულინგზე ფიზიკური დაპირისპირება და ბულინგი კონფლიქტის ძალიან სერიოზული ნაწილია. არსებობს ტექნიკა, როგორ ვდგებით შუაში ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორ ვაშორებთ ერთმანეთს და შემდეგ, რა დრო გვაქვს, იმისთვის, რომ სიტუაცია დაწყანარდეს  და რამდენი ხნის მერე უნდა დაველაპარაკოთ ბავშვებს. ამაზე ფსიქოლოგების უამრავი რეკომენდაცია არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქცევა იყოს მშვიდი, წყნარი, იზოლირებული. გადის ორივე ცალცალკე, ვაძლევთ ამოსუნთქვის საშულებას. წყალს ვაწვდით და ვეუბნებით რომ ვიცი, გაბრაზდი, გასაგებია და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, ვსაუბრობთ, როგორ გამოვხატოთ სიბრაზე. თუ რომელიმე ბავშვი სიბრაზეს ისე გამოხატავს, რომ ვერბალური და ფიზიკური აგრესიის მაჩვენებელი მაღალია, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელმა ის უნდა გააგზავნოს სპეცილისტთან.
აი ბულინგი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამაზე ეგრევე ყურებდაცქვეტილი და თვალებგაფართოებული უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელიც და მშობელიც. ეს იმხელა პრობლემაა, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს თვითშეფასების დაქვეითებამდე, აპათიურ გუნება-განწყობილებამდე, აგრესიამდე და თავად გახდეს ბულერი. ბულინგი არის თემა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ ძალიან სეროზულად.
    [post_title] => სამი რამ, რაც მიგითითებთ, რომ თქვენი შვილი სკოლისთვის მზადაა – ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sami-ram-rac-migititebt-rom-tqveni-shvili-skolistvis-mzadaa-fsiqolog-nata-mefarishvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-20 11:24:04 [post_modified_gmt] => 2018-09-20 07:24:04 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=286424 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 276030 [post_author] => 23 [post_date] => 2018-08-16 16:01:37 [post_date_gmt] => 2018-08-16 12:01:37 [post_content] => ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი კოტე მათითაშვილი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული დიზაინერი ეკა ბალანჩივაძეა, რომელსაც ძალიან ხშირად მაკა ასათიანს ამსგავსებენ. როგორც დიზაინერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, კოტესთან ურთიერთობა რომ დაიწყო, ის პირველ ცოლს გაშორებული იყო. წყვილს უამრავი საერთო ინტერესი აქვს. მათ შორის არის ხატვის სიყვარული. კოტეს ნახატები ეკამ მაისურებზე გადაიტანა, რომლებიც, დიზაინერის თქმით, საკმაოდ კარგად იყიდება. ამჟამად კოტე და ეკა თურქეთში არიან და სოციალურ ქსელში დიზაინერი უამრავ ფოტოს დებს, რომელთა ქვეშაც კომენტარებში მათ კიდევ ერთხელ ულოცავენ გაბედნიერებას. [gallery royalslider="1" ids="276036,276041,276035,276037,276038,276039,276040"] [post_title] => კოტე მათითაშვილი და ეკა ბალანჩივაძე თაფლობის თვეს თურქეთში ატარებენ (ფოტოგალერეა) [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => kote-matitashvili-da-eka-balanchivadze-taflobis-tves-turqetshi-atareben-fotogalerea [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-16 16:01:37 [post_modified_gmt] => 2018-08-16 12:01:37 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=276030 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 272105 [post_author] => 6 [post_date] => 2018-08-02 17:52:47 [post_date_gmt] => 2018-08-02 13:52:47 [post_content] =>

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან" – სეზონის ბოლო გადაცემის თემაა: ჭარბი წონის კლების თითქმის 100 %-იანი შედეგი, წონის კლება ტანჯვის და დროში გაწელილი დიეტების გარეშე.  რას გულისხმობს მეტაბოლური უპერაციული ჩარევა და რა რისკების ქვეშ გვაყენებს, რისთვისაა განკუთვნილი, აქვს თუ არა უკუჩვენება და რატომ ხდება ეს მეთოდი ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული საზოგადოებაში– ამ თემაზე გადაცემაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ქირურგმა - ნიკოლოზ გვახარიამ ისაუბრა ვის შეიძლება სიმსუქნის დიაგნოზი დაესვას და ამ მხრივ რამდენად საგანგაშო სტატისტიკაა ჩვენს ქვეყანაში?  ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სტატისტიკა საგანგაშო ხდება. როგორც კი შემოვიდა ფასთ ფუდი" ეს პრობლემა წარმოიშვა. ისეთი ქვეყნები, რომლებისთვისაც სიმსუქნე არ იყო დამახასიათებელი, მაგალითად: იაპონია, მალაიზია, ტაივანი, ჩინეთი ამ დროისთვის კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. ეს პრობლემა ნაციონალური ტრაგედიაა აშშ-სთვის, ამიტომაც ბალიატრიული ქირურგიის სამშობლო ამერიკაა. აქ, 1950 - იანი წლებიდან  პირველი, მეცნიერულად დასაბუთებული ოპერაციები შესრულდა. ზუსტად რომ განვსაზღვროთ სიმსუქნე, უნდა გავიგოთ ჩვენი სხეულის ინდექსი. თუ 19-დან 25 - მდეა ჩვენი სხეულის ინდექსის მაჩვენებელი ეს ნორმაა, თუ 25-დან 29-მდე – ეს პირველი ხარისხის სიმსუქნეა, 30-დან 33-მდე მეორე ხარისხის სიმსუქნეზე მიუთითებს,  33-დან 40-მდე მე-3 ხარისხის სიმსუქნეა და უკვე ეძახიან მორბიდულ, სიკვდილის მომასწავლებელ სიმსუქნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს შეიძლება სხეულის ინდექსის მაჩვენებელი  მე-2 სტადიაში ჰქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები აღენიშნებოდეს. თანდათანობით, არა მხოლოდ სიმსუქნე გადადის ქირურგების ხელში, არამედ შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაავადებების ნაწილი, კერძოდ - არაალკოჰოლური სტრეატო ფიბროზები, რომლებიც შესანიშნავად ინკურნება ამ ოპერაციით და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი იკლებს წონაში. პოსტოპერაციულად ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფული სისწრაფით იზრდება დადებითისკენ, თითქმის ყველას გასდის დეპრესია და არიან ბედნიერები. https://www.youtube.com/watch?v=vr-WljGolNA&feature=youtu.be რამდენად განმსაზღვრელია სიმსუქნის შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი და შესაძლებელია თუ არა ადრეული წლებიდანვე ვმართოთ სიტუაცია იმისათვის, რომ მომავალში არ დადგეს სიმსუქნის პრობლემა? ისრაელსა და აშშ-ში, ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში ბავშვებზეც კეთდება ოპერაციული ჩარევები, თუ მედიკამენტური თერაპია უშედეგოა და კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოპერაცია - ბანდაჟის ჩამოცმა კუჭზე, რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევებია პრაქტიკაში. საქართველოსა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში ოპერაცია 18 წლიდან კეთდება. რატომ არ შეიძლება ისეთმა ადამიანებმა, ვისაც არ აქვს წონის პრობლემა, მიირთვან „ფასთ ფუდი” და რატომ არის ორგანიზმი იმდაგვარად მოწყობილი, რომ ვიღაცა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, პატარა გადაცდომის შედეგად მომატებულ კილოგრამებს იღებს, ვიღაც კი მუდმივად არაჯანსაღად იკვებება და წონაში არ იმატებს? ამ ყველაფერს გენეტიკური საფუძველი უდევს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს  დამოკიდებულია რა გარემოში ხარ. მაგალითად, ევროპაში და ამერიკაში 35 კგ.მ2 არის ის ქვედა ზღვარი, რომლის შემდეგაც კეთდება ქირურგიული ჩარევა, მათ ნაკლებად სჭირთ დიაბეტი, მარტივად უმკლავდებიან სიმსუქნით გამოწვეულ გართულებებს. აზიისთვის კი სიმსუქნე არის კატასტროფული დაავადება, სამხრეთ აზიის ქვეყნებში სხეულის მასის ინდექსი 27,5 კგ.მ2 ისეთივე სახიფათოა, როგორც ევროპელისთვის 35 კგ.მ2. საქართველოს მაგალითზე ვისთვის არის ეს ოპერაცია განკუთვნილი და რა სირთულის ოპერაციად შეიძლება შეფასდეს? მარტივი ოპერაცია არ არსებობს, ნებისმიერი პატარა ჩარევა სერიოზულ პრობლემაში შეიძლება გადაეზარდოს ქირურგს და პირიქით, შეიძლება ელოდები კატასტროფულ მდგომარეობას და ყველაფერი ძალიან ადვილად დასრულდეს. ეს ოპერაციები უდავოდ რთულ ოპერაციებს განეკუთვნება.   უკვე მოთხოვნა, რომ გაკეთდეს ლაპარასკოპიით და არა კვეთით. კვეთით გაკეთებული ოპერაცია 10%-ით ზრდის პროცესის ლეტალურად დასრულების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მალევე გააქტიურდეს, იმოძრაოს რათა თრომბოემბოლია არ განვითარდეს. ჯერ-ჯერობით საქართველოში ყველაზე პოპულარული სლივ გასტრექტომია,  ყველაზე მეტი ეს ოპერაცია პროფესორმა დავით აბულაძემ შეასრულა, მე უფრო გადასული ვარ ძირითადი გზის ოპერაციებზე, ანუ ნაწლავებსა და კუჭს შორის შერთულებზე. რეალურად ორმოცი ტიპის ოპერაცია არსებობს, ჩვენ ვაკეთებთ შვიდ მოდიფიკაციას. ძალიან რთულია ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებით მოარჩინო მისი კვებისადმი დამოკიდებულება, ამიტომ ვიკვლევთ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, როგორ სოციალურ გარემოშია, რა მენტალობის პაციენტთანაც გვაქვს საქმე და რა დაზიანებებსაც ვხვდებით, იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილება თუ რა სახის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. თუ ადამიანს მძიმე მდგომარეობა აქვს სომატურად, ჯერ ვამზადებთ კონსერვატულად, შემდეგ მკურნალობა შეძლება ორ ქირურგიულ ნაწილად გაიყოს, პირველი კუჭის დაპატარავებას ვაკეთებს, ვაკვირდებით 5-6 წელი, შეიძლება პროცესი ისე კარგად წავიდეს, რომ აღარც დასჭირდეს მეორე ოპერაცია. თუ ბულემიკია, ძალიან დამოკიდებლია კვებაზე და წონა შეუბრუნდა მაშინ უნდა ვიფიქროთ დიდ ოპერაციაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, თუ ვერ მოხდა ოპერაციის სწორი შერჩევა ეს არ არის ტრაგედია, ოპერაციის მეორედ და მესამედ გაკეთებაც შესაძლებელია, პრაქტიკაში გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს 6 ოპერაცია დასჭირდა. დიაბეტი სიმსუქნის თანმდევი პროცესია და როგორც აღნიშნეთ, ამ ოპერაციული ჩარევით საკმაოდ მწვავე დაავადება იკურნება, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, ოპერაციის გაკეთების შემდეგ სამუდამოდ ვთავისუფლდებით იმ პრობლემისგან, რაც ჩვენი მთელი ცხოვრების წესი უნდა ყოფილიყო? გააჩნია ოპერაციული ჩარევის რომელ მეთოდს მივმართავთ, სიმსუქნის არარსებობის შემთხვევაში, არსებობს სუფთა მეტაბოლური ოპერაციები,  რომელიც შაქრის რეგულაციაზე მუშაობს. ვინაიდან 70-80 % - ში დიაბეტი შეჭიდულია სიმსუქნესთან, არსებობს გასტრო შუნტირების ოპერაცია, რომელიც ორივე და ხშირ შემთხვევაში მესამე, ღვიძლის პრობლემასაც აგვარებს და ეს ოპერაცია საქართველოში ტარდება. პაციენტები ფიქრობენ, ვაი თუ ვერ გაუძლონ ჩარჩოებს, თავს იზღვევენ და ირჩევენ „სლივს”, ზოგიერთ ადამიანს პირდაპირ ვთავაზობთ, რომ მისთვის სრულიად საკმარისია მხოლოდ კუჭის დაპატარავების ოპერაცია, შეიძლება ახალგაზრდაა ქალბატონია და უნდა იმშობიაროს.  თუ ისეთ ასაკშია, რომ ერთი წელიღა დარჩა გენდერულ ფუნქციამდე, ასეთ დროს უნდა შესთავაზო „სლივი”, რომ სწრაფად გახდეს და სასურველ შედეგს მიაღწიოს, გააჩინოს ბავშვი ან ეკოზე გავიდეს. ყველა ეს ოპერაცია თავისი ფილოსოფიით არის მეტაბოლური, ჩვენ ვიყენებთ ტერმინებს - ანტიდიაბეტური და სიმსუქნის საწინააღმდეგო, მაგრამ  ყველა ამ ოპერაციის შედეგი არის ის, რომ ადამიანი ხდება, შაქარი რეგულირდება. თუ ჩატარდა სწორედ დიაბეტის საწინააღმდეგოდ მიმართული მეთოდი, ჩათვალეთ, რომ 90%-ში გაიმარჯვეთ დიაბეტზე. იგივე ფუნქცია აქვს „სადის", ეს ოპერაცია ჩვენ დავნერგეთ საქართველოში. ძალიან საინტერესო ოპერაციაა, ის გაძლევს საშუალებას არც პროდუქტები და არც მათი რაოდენობა არ შეზღუდო, ბულემიური მოთხოვნილება საკვებზე დაიკმაყოფილო და არ გასუქდე. ადრე ამ ოპერაციას ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა, აუცილებელი იყო, ოპერაციის შემდეგ მთელი ცხოვრება წამლები მიგეღო, თუ არ მიიღებდი წამლებს, ვითარდებოდა ძალიან ცუდი გართულება, ორგანიზმის გამოფიტვა, რაც საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. ამ ოპერაციის დადებითობის შესანიშნავი მაგალითია ნიკა მემანიშვილი, რომელიც არ მალავს და პირიქით ამაყობს კიდეც ამ ყველაფრით, 12 წლის თავზე მას გრამი ნამატი არ აქვს.   თქვენი დაკვირვებით საქართველოს კვალობაზე რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაცია? საქართველოს კვალობაზე რათქმაუნდა ძვირია, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით კი ჩვენთან 3-ჯერ იაფია მსგავსი ოპერაციები, ამიტომ ხშირია უცხოელი პაციენტები. ერთ ოპერაციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც 30 წელი იბრძოდა რომ ტოპ-ოპერაცია გამხდარიყო, ეს არის საშუალო სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის გათვლილი ოპერაცია, რომელთაც სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები სჭირთ. კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციებია ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი.   საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ  მსგავსი ოპერაციები უდიდესი რისკის შემცველია და დიდი შანსია შინაგანი სისხლდება განვითარდეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება? არავითარი საფუძველი, არც მეცნიერული, არც თეორიული ამ მოსაზრებას არ აქვს. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს შეიძლება სისხლდენა განვითარდეს. მაგალითად, ბარიატრიულ პაციენტებში ყველაზე ხშირია თრომბო-ემბოლიური გართულებები, მაგრამ პროცენტულად გართულებების მაჩვენებელი ისეთივეა როგორც სხვა სახის ქირურგიული ოპერაციების დროს. ეს პაციენტები უფრო საგულდაგულოდ უნდა მომზადდნენ, უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად გართულებებისთვის, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით მძიმე პაციენტები არიან. თუ პაციენტს კარგად მოამზადებ, არ იჩქარებ, ფსიქოლოგიურად შეამზადებ, აუხსნი რა შეგრძნებები ექნება კვების შემდეგ პრობლემა არ დადგება. ბარიატრიული ოპერაციების მეორე, ყველაზე რთული გართულება ეს არის ”ლომკა” , კვებითი, რომელიც სამწუხაროდ აღწერილია თვითმკვლელობით. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/08/ekimi-nikoloz-gvaxaria.mp3"][/audio]   [post_title] => სიმსუქნე, დიაბეტი!! ოპერაცია გასაოცარი შედეგებით  [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => simsuqne-diabeti-operacia-gasaocari-shedegebit [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-02 18:04:13 [post_modified_gmt] => 2018-08-02 14:04:13 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=272105 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 286424 [post_author] => 6 [post_date] => 2018-09-19 16:01:37 [post_date_gmt] => 2018-09-19 12:01:37 [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ახალ სეზონს იწყებს. პირველი გადაცემა კი ისეთ აქტუალურ თემას ეხება, როგორიცაა სკოლისთვის მზაობა. უნდა იცოდეს თუ არა წერა, კითხვა  და თვლა პირველკლასელმა, როგორ უნდა გაჩერდეს ის გაკვეთილზე ხანგრძლივი დროით და ვისი ბრალია, როცა შეგუების პროცესი ასე რთულდება – ამ თემებზე გადაცემაში ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესრომა  ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.   ქალბატონმა ნატა, რატომ უჭირს ბავშვს პირველი დღეები ბაღსა და სკოლაში და ყოველთვის მიუთითებს თუ არა ეს ქცევით პრობლემაზე? ნამდილად საინტერესო თემაა, რადგან ხშირად ბავშვის სადმე დატოვებას მშობლები განიხილავენ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. მაგალითად, ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან თვითონ აუცილებლად სამსახურში უნდა იყოს. ზოგადად განვითარება არის ერთი წრფივი პროცესი, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ახასიათებს ადამიანს. რომელ ეტაპზე რა კრიზისულ მომენტს ვხდებით, ეს უკავშირდება იმას, განვითარების ეტაპების განმავლობაში როგორ გარემოში ვიყავით, როგორ გვექცეოდნენ და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენს მიმართ. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ თუ ბაღში დარჩენა არის პრობლემა, ალბათობა იმისა, რომ ყოველ ჯერზე არის სერიოზული ქცევითი პრობლემა, ძალიან მაღალი არ არის. აქაა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ერთი, როდესაც ბავშვი შეჩვეულია ოჯახში, ან ძიძასთან ყოფნას და მისთვის ძალინ კომფორტულია იმ სოციალურ გარემოში ყოფნა, სადაც ნაცნობი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მივდივართ ბაღში და გვხვდებიან პედაგოგები ან უკვე ადაპტირებული ბავშვები,  რომლებიც მაინც უცხოები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ბაღისთვის მომზადება დაიწყოს არა სამი წლის ასაკიდან, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია თავისი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად არსებობა კონკრეტული დროის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა დაკვეთა უნდა მისცეს ძიძას, რათა ბავშვმა ეტაპობრივად იკონტაქტოს ეზოში თანატოლებთან, დარჩეს ერთ ბებოსთან, მეორე ბებოსთან გარკვეული ხნით. ასეთ დროს დამშვიდობება, იმის გაჟღერება, რომ მე წავალ და დაახლოებით ამ დროს მოვალ ანუ მსგავსი ფრაზებით ფორმულირებული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.  როდესაც ბავშვმა იცის, როდის მოვა დედა, ეს იწვევს უსაფთხოების განცდას, ხოლო ეს განცდა მომავალში გადადის სხვა სიტუაციებზეც.
ბაღისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ადრე და ეს რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მაგალითად წინასწარ უნდა გავაჟღეროთ, რომ  ბავშვს  ბაღში სიარული მოუწევს, უნდა მივიყვანოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაღია და ვითამაშოთ იქ ცოტა ხნით. იდეალურ შემთხვევაში უნდა გავაცნოთ პედაგოგები, ვიყოთ მასთან ერთად დასაწყისში, ოღონდ ნორმირებულად. თუ ამის საშუალება ბაღში არ არის , მაშინ მნიშვნელოავანია პედაგოგების დახელოვნება იყოს ისეთი, რომ მათ შეძლონ ბავშვების ყურადღების გადართვა, რაც ცხადია, 45 ბავშვის პირობებში პრობლემაა. ბაღთან ადაპტაციის პერიოდი ერთიდან  ოთხ კვირამდე გრძელდება. შეიძლება ბავშვმა ისწავლოს, რომ თუ ის იტირებს, დედა მოქანდება, ხელში აიყვანს და წაიყვანს. რომ მასწავლებელი დარეკავს და დედა აუცილებლად მოვა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ის მანიპულაციას იწყებს და მერე უკვე ჩნდება ქცევითი პრობლემა, რომელიც მართულია ბავშვის მიერ.
  სკოლაზე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება 6 წლის ბავშვი 40 წუთი გაუნძრევლად გაჩერდეს გაკვეთილზე? ძალიან სერიოზული კითხვაა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ეს შეკითხვა ძახილის ნიშნით ხშირად უნდა გაიმეორონ მშობლებმა და სპეციალისტებმაც. ბავშვი დაწყებით კლასებში არ უნდა გაჩერდეს გაუნძრევლად 40 წუთის განმავლობაში! იმიტომ, რომ მისი განვითარების ნორმა მოითხოვს მოძრაობას და გადაადგილებას. სამწუხაროდ სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ გაკვეთილები 40 წუთამდე შემცირდაო, რეალობა მაინც სხვაა. ამის მიზეზი კი ბავშვის შესვენებაზე მართვის პრობლემაა. ანუ რიგი მიზეზების გამო, პედაგოგი ვერ ახერხებს ბავშვის მენეჯმენტს.  დერეფნები და ეზოები ადეკვატურად აღჭურვილი არა არის, საკლასო ოთახში სივრცე არაა და ბავშვს აიძულებენ ოთხკუთხა ოთახში დაფისკენ მიმართული იყოს და კონცენტრაციის აქტივობა განახორციელოს, მას კი ეს არ უნდა! იმიტომ რომ არ შეუძლია და არც სჭირდება ! არ მინდა, არ შემიძლია, არ მჭირდება არის სიტყვები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და რომლებიც ყველამ უნდა მოისმინოს. არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანი. როდესაც რამეს მაიძულებენ, ან საბოლოოდ გავტყდები, დავემორჩილები და მოვიწყენ, რაც არ ვარგა. ან არ დავემორჩილები და ისეთ ქცევებს გამოვავლენ, რაც ნამდვილად იქნება ასოციალური ან ისეთ თვისებებს გამოვავლენ, როგორიცაა ყვირილი, ტირილი, სირბილი , იატაკზე დაწოლა და ასე შემდეგ...  მე ამაში ბავშვებს ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ის ამ ასაკში უნდა იყოს კონცენტრირებული მაქსიმუმ 9-10 წუთი აქტივობაზე, რომელიც მიმდინარეობს თამაშით და მიწოდებულია საინტერესოდ. ამის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს საშუალება ფიზიკური აქტივობის. ამ დროს პედაგოგი უნდა იყოს მრავალმხრივი განვითარების და იცოდეს, რა სჭირდება ბავშვს.  მას  ა, ბ, გ, დ-ს ფანტასტიურად შემოხაზვა  არ სჭირდება, მას სჭირდება: მშვიდი ემოციური გარემო, სოციალური კონტაქტების დამყარება თანაკლასელებთან, მასწავლებლის გაცნობა საგაკვეთილო და სასწავლო პროცესის პოზიტიურ კონტექსტში აღქმა, მოძრაობა, თამაში და ბოლოს წერა-კითხვა. წერა-კითხვას ყველა ვარიანტში ვსწავლობთ და არ გვევალება 2 და 3 თვეში ვიცოდეთ. ორი წლის მერე თუ კარგად ვკითხულობთ ან ვწერთ, მშვენიერია. რომელი სკოლის დერეფანში გინახავთ ისეთი რამეები, რომელიც სპორტულ აქტივობას გულისხმობს? როგორ გეკადრებათ, ჩვენთან დერეფანში გამოსვლა არ შეიძლება. ვაიმე ყვირის, ამბობენ 6 წლის ბავშვზე, უნდა იყვიროს! უნდა გამოუშვას ეს ენერგია, ამიტომ ხტუნვა ხმაური, ხელების აწევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
დაბალ კლასებში უნდა ხმაურობდნენ, თამაშობდნენ,  უნდა იყოს გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვი წევს, ზის, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მოძრაობსო, მოდის ამ სახის პრეტენზია და ეს წარმოუდგენელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობელსა და პედაგოგს ინფორმაცია არ აქვს. საგნისა და აკადემიური ცოდნის მიცემა არ არის მხოლოდ სკოლის ფუნქცია. ხშირად ამ განცხადების  გამო კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ეს ასეა.
რა კრიტერიუმით ფასდება სკოლისთვის მზაობა? სკოლისთვის მზაობის სამი კომპონენტი არსებობს.
  • პირველი გახლავთ ფიზიკური კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძვალკუნთოვანი სისტემა მზად არის ჯდომისა და კონცენტრირებისთვის. მას უნდა შეეძლოს სხეულის ისე ყრდნობა ან დაჭერა, რომ წეროს და ამ დატვირთვას მან უნდა გაუძლოს. კონცენტრაცია და  ყურადღება 6 წლის ასაკში უნდა განისაზღროს კონკრეტული დროის ფარგლებში.
  • მეორე კომპონენტი,  ესაა ემოციური მზაობა. ეს ნიშნავს, რომ მე შიმიძლია გარკვეული დროით, იდეალური დრო გახლავთ 3-4 საათი, დავრჩე აკადემიურ სივრცეში დედის, ოჯახის წევრის გარეშე. ისე, რომ მე არ ვღელავდე, არ ვშფოთავდე, უკან გამოქცევა არ მინდოდეს და სცენებს არ ვაწყობდე. ასევე აღსანიშნავია სოციალური და ემოციური მზაობაც, რომლის დროსაც მე შემიძლია კომუნიკაცია თანატოლებთან, სიამოვნებას ვიღებ ამით, ვეცნობი მათ და ვსწავლობ კომუნიკაციის დამატებით უნარ-ჩვევებს.
  • მესამე კომპონენტი, რომელზეც ჩვენი მშობლები და სამწუხაროდ პედაგოგების უმეტესობა აქცენტს აკეთებს, გახლავთ კოგნიტური ანუ აზროვნებითი.
სამივე კომპონენტი განსაზღვრავს, რამდენად მზად არის ბავშვი სკოლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლისთვის მზა ბავშვმა უნდა იცოდეს წერა და კითხვა. ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება იცოდეს ასოების იდენთიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ბაღში მას აძერწინებდნენ ან გამოჭრილი იყო ასოები და აფერადებინებდნენ. საუბარია 5-დან 6 წლამდე და არა 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მათ ბაღში ათვლევინებდნენ მსხლებს, ბლებს, ქათმებს და აკეთებინებდნენ მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს, რაც საბოლოოდ მას ასწავლის ციფრის ან ასოების იდენტიფიკაციას და არა კითხვას და მიმატება-გამოკლებას ან გაყოფა-გამრავლებას. არიან ბავშვები, რომლებიც ამას ადრეულ ასაკში სწავლობენ. მაგრამ არიან მშობლები, რომელთა ბავშვებს არ უნდათ ეს, ხოლო მშობლები, იმიტომ რომ მეზობლის ბავშვმა იცის, აძალებენ რომ იმეცადინონ და ამას სამწუხაროდ აკეთებენ ბაღებშიც. ამ ფაქტს იყენებენ ერთგვარ კომერციურ ხრიკად და ამბობენ, რომ მათ აქვთ გაკვეთილები. ზოგიერთი მშობელი კმაყოფილია, რომ ბაღში არის  მაგალითად ინგლისურის და გერმანულის გაკვეთილი. არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო! ბავშმა უნდა იცოდეს ის, რაც დღეს არ იციან ბაღებში: დამოუკიდებლად ჭამა, ტუალეტის დამოუკიდებლად მოხმარება, თასმის შეკვრა, წვრილი მძივებისგან რაიმე კონსტრუქციის აწყობა, ფანქრის ისე დაჭერა, რომ კონტურებს არ გადავიდეს გაფერადებისას, აპლიკაციის გაკეთება, დაჭრა, დაწყობა, გაფორმება, ქვიშაში თამაში, პლასტელინით ძერწვა, მეგობრებთან კომუნიკაცია, სიბრაზის ადეკვატურად გამოხატვა. ამას უნდა ვასწავლიდეთ საბავშო ბაღებში და არა ვითომ ინგლისურს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს იმას, რამდენად წარმატებული მოსწავლე ვიქნები მე. ეს გახლავთ წინა სასკოლო მზაობა. ინფორმაციის არქონა და ცოდნისა თუ ერთი სისტემის არქონა, იწვევს პრობლემას. ეს მანიპულაციის საშუალებას აძლევს კერძო ბაღებს, რაც ჩემთვის ძალიან მწვავე საკითხია. ბაღების სააგენტო მოგმართავთ!! არ კონტროლდება არც ერთი კერძო ბაღი. ეს არ შეიძლება. ძალიან კარგი სამუშაოები მიდის საჯარო ბაღში, კერძოში რა ხდება, ვერ გაიგებ. როგორ  მოქმედებს დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე შეფასება ქულებით და საშინაო დავალებები? შეფასების სისტემა პირობითია, ქულით ბავშვი არ უნდა ფასდებოდეს. ბავშვის შეფასება ადრეული ასაკიდან ხდება, როდესაც მას ვეუბნებით, რა კარგად გამოგივიდა, რა ყოჩაღი ხარ, ძალიან მომწონს შენი თამაში, ეს შეფასებაა. ამას ქულის დაწერა არ სჭირდება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ რაღაცეები შეფასდება, კონკრეტულად მისი ქმედებები და არა თვითონ. მან უნდა იცოდეს, რომ თვითონ ის ყოველთვის კარგია, რაღაც შეიძლება ისე ვერ გააკეთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. ვთვლი, რომ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემას ქულები არ სჭირდება. ქულები სჭირდებათ მოზრდილებს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც. შეიძლება მე პერიოდულად ვიკითხო ჩემი შვილის აკადემიური პროგრესის შესახებ, მაგრამ მნიშვნელოვანია  შეკითხვა, როგორც გრძნობს ჩემი შვილი თავს თქვენს სივრცეში. აი მერე უნდა მოდიოდეს უკვე შეკითხვა, გამოსდის კითხვა? საშინაო დავალებას რაც ეხება, ისიც უდნა იყოს ძალიან მარტივი და სწრაფად შესრულებადი. დასწავლა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში და არაა საჭირო საშინაო დავალებების ტარება ჩანთებით.
ადამიანის განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბედნიერების განცდა. აღმზრდელმა უნდა იმუშაოს იმაზე, რასაც მოაქვს ეს განცდა. ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ის აუცილებლად იპოვის თავის თავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ბავშვი ზუსტად 2 დღის წინ გახდა 6 წლის და ზოგი 7 თვის წინ და ეს განსხვავებები გასათვალისწინებელია. 6 წლის და 7 თვის ბავშვი გაცილებით წინაა განვითარებით, ვიდრე 6 წლის და 1 დღის.
აუცილებელია თუ არა ბავშვის დატვირთვა სხვადასხვა წრეებით სკოლის პარალულურად? ფიზიკური დატვირთვა კარგია ზომიერად. სასურველია, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე დადიოდეს სკოლაში და ერთი, რომელიმე სახეობის სპორტზე. თუ სკოლაში სპორტის ამბავი კარგად არის დაგეგმილი, ჯობს დავუტოვოთ ჩვენს შვილებს თავისუფალი დრო „არაფრის კეთებისთვის“. არ შეიძლება, რომ მისი დრო იყოს ამოვსებული მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მცალია. მნიშვნელოვანია, ნელ–ნელა მივაწოდოთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობები. მართალი გითხრათ, ძალიამ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იაროს ერთ-ერთი სკოლის გუნდზე, მაგრამ მას უნდა სიარული თექაზე, მე თანახმა ვარ. რომ ვკითხე, გუნდი გინდა თქო? მითხრა მოვიფიქრებ, როდის მინდაო. ბავშვმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და მე მას ამაში უნდა დავეხმარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ჩაერიონ თუ არა მშობლები შვილების კონფლიქტში, როცა საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებსა და ბულინგზე ფიზიკური დაპირისპირება და ბულინგი კონფლიქტის ძალიან სერიოზული ნაწილია. არსებობს ტექნიკა, როგორ ვდგებით შუაში ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორ ვაშორებთ ერთმანეთს და შემდეგ, რა დრო გვაქვს, იმისთვის, რომ სიტუაცია დაწყანარდეს  და რამდენი ხნის მერე უნდა დაველაპარაკოთ ბავშვებს. ამაზე ფსიქოლოგების უამრავი რეკომენდაცია არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქცევა იყოს მშვიდი, წყნარი, იზოლირებული. გადის ორივე ცალცალკე, ვაძლევთ ამოსუნთქვის საშულებას. წყალს ვაწვდით და ვეუბნებით რომ ვიცი, გაბრაზდი, გასაგებია და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, ვსაუბრობთ, როგორ გამოვხატოთ სიბრაზე. თუ რომელიმე ბავშვი სიბრაზეს ისე გამოხატავს, რომ ვერბალური და ფიზიკური აგრესიის მაჩვენებელი მაღალია, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელმა ის უნდა გააგზავნოს სპეცილისტთან.
აი ბულინგი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამაზე ეგრევე ყურებდაცქვეტილი და თვალებგაფართოებული უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელიც და მშობელიც. ეს იმხელა პრობლემაა, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს თვითშეფასების დაქვეითებამდე, აპათიურ გუნება-განწყობილებამდე, აგრესიამდე და თავად გახდეს ბულერი. ბულინგი არის თემა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ ძალიან სეროზულად.
    [post_title] => სამი რამ, რაც მიგითითებთ, რომ თქვენი შვილი სკოლისთვის მზადაა – ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sami-ram-rac-migititebt-rom-tqveni-shvili-skolistvis-mzadaa-fsiqolog-nata-mefarishvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-20 11:24:04 [post_modified_gmt] => 2018-09-20 07:24:04 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=286424 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 88 [max_num_pages] => 30 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 9619fb23ff67845359c2ced7f0c449bb [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები