LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთან სენსაცია არ ჭრის: ბორჯღალოსნებმა გერმანია გააბუნძულეს

76

საქართველოს ნაკრებმა მორიგი, რიგით მეორე მატჩი მოიგო. მოიგო ჩვეულ სტილში და დიდი პრობლემის გარეშე ისეთ გუნდთან, რომელიც ჩვენების საკბილო ვერ არის. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მილტონ ჰეიგმა ბელგიასთან და გერმანიასთან საწყის ბრძოლებში ახალბედებს უხმო. ამის გამო, ორმაგად სასიხარულოა ქართველების წარმატება და იმის შეგრძნება, რომ ღირსეული მომავალი თაობა გვეზრდება. გერმანია რაგბიში დიდი ვერაფერი ხვითოა, მასთან შერკინებაც განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევს, თუმცა ბუნდესგუნდის მიერ თვით რუმინეთის ძლევამ უფრო ღირებული და საინტერესო გახადა ეს დაპირისპირება. სწორედ ამის გამო დღევანდელ მატჩს აზრი და ინტრიგა მოემატა, მაგრამ საბედნიეროდ ბორჯღალოებმა ეს ინტრიგა თავის სასარგებლოდ ჩაკლეს და ერთხელაც აჩვენეს ევროპა რაგბიზე ვინ არის ბატონ-პატრონი.
მატჩი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა რუსთავში გაიმართა. გერმანიასთან საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 50:6 იმარჯვა.
მე-3 წუთზე გიორგი კოშაძემ ანგარიში გახსნა და გერმანელებს ლელო დაუდო, მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველო ანგარიშით 7:0 დაწინაურდა.
სახიფათო შეტევის შემდეგ კი ეპიზოდი გერმანელთა ჯარიმით დასრულდა, რომლებმაც ანგარიში მეშვიდე წუთზე 7:3 შეამცირეს.
მე-16 წუთზე გიორგი ფრუიძემ ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი მახვილი კუათხიდან გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. გერმანელებმა 22-ე წუთზე ანგარიშის შემცირება კვლავ ჯარიმით მოახერხეს.
27-ე წუთზე გიორგი კოშაძემ დუბლი გაიფორმა და მეტოქეს ლელო დაუდო. მეკო კვირიკაშვილმა კი ბურთი ზუსტად გარდასახა და ანგარიში 21:6 გახადა.
პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. ტრავმირებული ბადრი ალხაზაშვილი გიორგი ჭყოიძემ შეცვალა.
მეორე ტაიმიც საქართველოს უპირატესობით დაიწყო. ბორჯღალოსნებს ლელოს გატანის რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. საბოლოოდ კი 46-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გერმანია დაალელოვა.
ტრავმის გამო გიორგი ჭყოიძე გიორგი თეთრაშვილმა შეცვალა. სოსო ბეკოშვილი კი ლაშა ტაბიძემ შეცვალა. 57-ე წუთზე ბექა გორგაძემ მეტოქე გუნდს ლელო დაუდო და ანგარიში 31:6 გახადა.
ნოდარ ჭიშვილის ნაცვლად თამაშში საბაშუბითიძე ჩაერთო, გიორგი ბეგოძე კი გელა აფრასიძემ შეცვალა. ახლად შესლი აფრასიძე ტრავმის გამო მოედნიდან მალევე გავიდა, მის ნაცვლად კი ლაშა მალაღურაძე შემოვიდა.
70-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა გერმანელებს მორიგი ლელო დაუდეს, ბექა გორგაძემ კი დუბლი გაიფორმა.
5 წუთში გიორგი თხილაიშვილმა მეტოქეს მორიგი ლელო დაუდო, მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად გარდასახა.
გერმანელთა შეტევისას კი მსაჯმა თორნიკე მატარაძე გაასინბინა. საბოლოო ანგარიში 50:6 დაფიქსირდა. მატჩის ბოლოს მერაბ შარიქაძემ ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ ზუსტად გარდასახა. საქართველოს ნაკრებმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ბონუს ქულა მოიპოვა.

 

 

რასაც ვამბობდი, ისე ხდება
მწვრთნელები მატჩს შევაჯამებთ. შესაძლოა, ესპანეთთან შეხვედრას რუმინეთისა და რუსეთისგან განსხვავებით სხვანაირად მივუდგეთ. ვნახოთ, ვიფიქრებთ შემადგენლობაზე.

პირველხაზელების თამაშით ვარ კმაყოფილი. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და მგონია, ყვითლები, რომელიც მიიღეს, გაუგებარია. გორგაძე უკვე 2 წელია გუნდშია და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. კმაყოფილი ვარ კოშაძის თამაშითაც. პრინციპში, ხდება ის, რასაც ვამბობდით – ახალგაზრა მორაგბეები ვითარდებიან.
პირველი ტაიმის შემდეგ, მორაგბეებს ვუთხარი, რომ ბურთით კარგად ვთამაშობთ და მეორე ტაიმში სწორედ ბურთის კონტროლი დავავალე.
რაც შეეხება ტრავმებს, რაგბი ძალისმიერი სპორტია. შესაძლოა, მორაგბემ სირბილის დროსაც მიიღოს დაზიანება. ტრავმა ჩვეულებრივი ამბავია. 5 წელია აქ ვარ და ამდენი ტრავმა მოთამაშეებს არ მიუღიათ. დღეს უბრალოდ ასე დაემთხვა. მოგვიანებით, ფიზ. მომზადების მწვრთნელებს გავესაუბრები, – თქვა მატჩის შემდეგ საქართვეოს ნაკრები მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები