LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის ექვსი ერის გზა გერმანიაზე გადის

60

ექვსი ერის გაფართოების თემაზე საინტერესო მოსაზარებას ავრცელებს ბრიტანული გამოცემა inews.co.uk ჟურნალისტი ტიმ ვიგმორი, რომელიც ტურნირის 8 გუნდამდე გაზრდის იდეას სთავაზობს მკითხველს.
მისი საკმაოდ ორიგინალური იდეის თანახმად, ექვსი ერის გუნდებს რაგბი ევროპის 2 გუნდი უნდა დაემატოს და არჩევანი გერმანიასა, საქართველოს და რუმინეთს შორის უნდა გაკეთდეს და შეიქმნას 2 4-გუნდიანი ჯგუფი.

მაგალითად:

ა ჯგუფი: ინგლისი, უელსი, იტალია, საქართველო
ბ ჯგუფი: ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია, გერმანია

ჯგუფებში პირველ და მეორე პოზიციებზე გასული გუნდები ნახევარფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას, ხოლო მეორე ოთხეულის გუნდები კი დარჩენილ პოზიციებს გადაინაწილებენ.
ამრიგად, ტურნირის მატჩების რაოდენობა 15-დან 20-მდე გაიზრდება, რაც ტურნირის ფინანასურ მხარეზე დადებით გავლენას მოახდენს.

“შესაძლოა, საქართველოს მთავარი იმედი, ექვს ერში მოხვედრაზე, არა საკუთარი წარმატებული ასპარეზობაა რაგბი ევროპაზე, რომელსაც ქართველები დიდი ალბათობით ზედიზედ მეშვიდედ მოიგებენ, არამედ გერმანიაში თამაშის განვითარებას უკავშირდება.

ორი კვირის წინ გერმანელებმა დაამარცხეს რუმინეთი, რომელიც საქართველოს მთავარი მეტოქეა, ეს შედეგი კი, შესაძლოა, სპორტის ამ სახეობის მომავლისთვის, ერთ-ერთი გარდამტეხი წერტილი გამოდგეს.

თუ სამომავლოდ, გერმანიამ, რომელიც საქართველოზე 10-ჯერ დიდი ქვეყანაა, ევროპული რაგბი ელიტასთან ტოლსწორი პაექრობა მოინდომა, მათი შანსები გაცილებით დიდი იქნება, რადგან 80-მილიონიანი ქვეყნის ეკონომიკა კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ხოლო, გერმანიისთვის მწავნე შუქის მიცემის შემთხვევაში, ექვსი ერის მესუვეურები საქართველოს უარს ვეღარ ეტყვიან”, – წერს inews.co.uk-ს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტორმა ტურნირის გაფართოება ამ ეტაპზე გამორიცხა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა კი აღნიშნა, რომ საქართველო ექვს ერს ბევრ რამეს შემატებს როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები