LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის პროგრესი ნატოს ბრიუსელის სამიტზეც იქნება მიღწეული – თამარ ხულორდავა

74

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა იმედოვნებს, რომ გარკვეული პროგრესი ნატოს ბრიუსელის სამიტზეც იქნება მიღწეული.

ხულორდავას თქმით, ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით საქართველო დღეს გაცილებით უფრო წინ არის, ვიდრე ოდესმე ქვეყანას ამის შესაძლებლობა ჰქონია.

„ნატოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედო პარტნიორი ვართ და ეს ჩვენი სიტყვები არ არის. ამას ნატო აღიარებს. ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრუქტურასთან საქართველოს დაახლოება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ არის მისაღები. ამ გზაზე თანმიმდევრულად მივდივართ და იმედი მაქვს, რომ გარკვეული პროგრესი ნატოს ამ სამიტზეც იქნება მიღწეული,“ – განაცხადა ხულორდავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები