LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმე გვაქვს ძალიან ავადმყოფ პირთან – დონალდ ტრამპი ლას-ვეგასში სროლაში ეჭვმიტანილზე

33

„ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ავადმყოფ პირთან. ვფიქრობ, მას ბევრი პრობლემა ჰქონდა,“ – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლას ვეგასში სროლაში ეჭვმიტანილთან დაკავშირებით.

ლას-ვეგასში, სამორინესთან სროლის შედეგად საავადმყოფოებში სხვადასხვა დაზიანებებით სულ 300 ადამიანი მოათავსეს.დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი რჩება.

სროლაში ეჭვმიტანილი 64 წლის სტივენ პედოქია. ლას-ვეგასის პოლიციამ სასტუმრო Mandalay Bay-ში, სტივენ პედოქის ნომერში და ასევე მის საცხოვრებელ ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინა.

ლას-ვეგაში სროლის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები