LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმის ირგვლივ დაგროვდა უფრო მეტი კითხვა და გამოიკვეთა ორი საკითხი – სერგი კაპანაძე

50

შემიძლია გითხრათ, რომ საქმის ირგვლივ უფრო მეტი კითხვა დაგვებადა. გამოიკვეთა ორი საკითხი. ხვალ სხდომაზე დავაყენებ საკითხს, რომ კომისიამ შეიმუშაოს რეკომენდაციები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ – ამის სესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გაანცხადა. სერგი კაპანაძის თქმით,  საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა, დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.

ამასთან, კაპანაძის განცხადებით, შსს-ა და პროკურატურისთვის ცნობილი იყო გარემოება, რომ ხორავას ქუჩაზე კონფლიქტის დროს კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა, თუმცა ამ საქმის ცალკე გამოყოფა არ მოხდა.

„დღევანდელ კომისიის სხდომაზე მოვისმინეთ შსს-ს წარმომადგენლისა და ხორავას მკვლელობის საქმის პროკურორის ახსნა-განმარტებები. დაისვა ბევრი კითხვა. პირველი საკითხი, საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ეს ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვისაც და არ გადაუდგიათ ეს ნაბიჯი.

მეორე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაიჭრა ერთი მოზარდი გ.მ. ეს ასევე ხელმისაწვდომი იყო პირველი დღეებიდან შსს-ა და პროკურატურისთვის და არც ამ საქმის ცალკე გამოყოფა არ მოხდა, თუმცა ამას კანონი ავალდებულებდათ და არ მომხდარა ამის გამოძიება“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პროკურატურას და შსს-ს არ აქვს განმარტება, რატომ იქნა კამერებიდან ინფორმაცია ამოღებული დაგვიანებით.

როგორც აქ ჩანს, ახსნა-განმარტება არ იყო მიღებული, რატომ არ დაკითხეს მოწმეები მყისიერად. ამ საკითხებზე შეკითხვები ხვალაც გვექნება. ვაპირებ ამ ორ თემაზე, რაც აღვნიშნე, მივმართავ კომისიას, რომ განიხილონ და რეკომენდაციებს მოვამზადებთ“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღევანდელ სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი კახა სირაძესა და საქმის პროკურორ, ზვიად ფხაკაძეს მოუსმინეს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა ხვალ, 15:00 საათზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლისა და საქმის პროკურორ, ზვიად ფხაკაძის მოსმენით გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები