LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქონლის ექსპორტი 29%–მდე გაიზარდა

109

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5674.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტმა 1446.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 4228.6 მლნ. აშშ დოლარი, 8.5 პროცენტით მეტი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში 2782.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები