LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი ბიზნესომბუდსმენთან თანამშრომლობას იწყებს

87

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, ორმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქსტატსა და ბიზნესსექტორს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვანია საქსტატისთვის – ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად, ხოლო ბიზნესსექტორისთვის – სტატისტიკურ ინფორმაციაზე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ბიზნესს საქმიანობის უკეთ დასაგეგმად ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაცია სჭირდება. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ სტატისტიკის სამსახურსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, რათა ამ მიმართულებით გაუმჯობესდეს სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხი. კონკრეტული პერიოდულობით, ბიზნეს გაერთიანებების ჩართულობით, გაიმართება შეხვედრები და კიდევ უფრო გაღრმავდება მხარეების შორის არსებული თანამშრომლობა,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები