LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერი ნიუ-იორკში ფეხსაცმლის მაღაზიას ხსნის

55

მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი ნიუ-იორკში, მე-5 ავენიუზე თავისი ფეხსაცმლის ბრენდის  SJP pop-up მაღაზიას ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას WWD-ი ავრცელებს. საკუთარი ბრენდის პირველი მაღაზია მსახიობმა რამდენიმე წლის წინ გახსნა. მე-5 ავენიუზე კი თავად პარკერის დიდი სურვილის გამო დროებითი მაღაზია გაიხსნა. გამოცემის ცნობით, სარა ჯესიკა პარკერი  კლიენტებსა და თაყვანისმცემლებს თავადაც მოემსახურება. ფეხსაცმლის შეძენას მსურველები 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები