LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერი პრემიერაზე დოლჩე & გაბანას ულამაზეს კაბაში მივიდა (ფოტო)

93

ნიუ-ორკში HBO-ს ახალი კომედიური სერიალის, „განქორწინების“ პრემიერა შედგა. საღამოს მთავარი სტუმარი, როგორც მოსალოდნელი იყო, სარა ჯესიკა პარკერი გახდა. სწორედ 51 წლის მსახიობი ასრულებს სერიალში მთავარ როლს.

პარკერი ბრწყინავდა დოლჩე & გაბანას იასამნისფერ კაბაში, რომელიც ულამაზესი ორნამენტებით იყო გაფორმებული. მსახიობი პრემიერაზე მეუღლესთან, მეთიუ ბროდერიკთან ერთად მივიდა. წითელ ხალიჩაზე ასევე გამოჩნდნენ სინტია ნიკსონი, მოლი შენონი, ები ელიოტი და სხვები. სერიალის პირველი ეპიზოდი დიდ ეკრანებზე 10 დეკემბერს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები