LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერის სტილი მოდურ ჩვენებაზე (ფოტო)

278

სარა ჯესიკა პარკერი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალი, ამჯერადაც განაგრძობს მოდის კრიტიკოსების გაოცებას. 53 წლის მსახიობი ამჯერად ვერონაში გამართულ მოდის ჩვენებას დაესწრო, სადაც საცვლების ბრენდის, “ინტისიმის” ახალი კოლექცია წარადგინეს. პარკერი თეთრ მაქმანებიან ბლუზში, ატლასის ჰაეროვან ქვედაბოლოსა და თეთრ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი და ცხადია, ყველა სტუმარს შორის ყველაზე დიდი ეფექტიც მოახდინა.

სარა ჯესიკა პარკერმა ყურადღება ჯერ კიდევ ღონისძიების დაწყებამდე მიიქცია. მოგვიანებით თაყვანისმცემლებთან გადაინაცვლა, ბრენდის ბანერთან იპოზიორა და შოუსაც დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები