LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძე პოლიციაში გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზვიად კუპრავასთან ერთად მივიდა

30

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზვიად კუპრავასთან ერთად მივიდა. ზაზა სარალიძე, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებლის ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება შს სამინისტრომ 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. საუბარია, 12 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე.

გამოცხადებული შესვენების დროს ის, რამდენიმე პირთან და ზაზა სარალიძესთან ერთად სასამართლოს ბუფეტში სადილობდა, რა დროსაც ძალის გამოყენებით, სასამართლო დარბაზში დააბრუნეს.

„სასადილოს ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც ზვიად კუპრავას ედავებიან არის აბსურდი და სისულელე. ძალიან ბევრი დეტალია იქ, რაც პირიქით, ამათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს. სიმართლე გითხრათ, რა უნდა ვისაუბრო ისიც არ ვიცი, რადგან იქ არაფერი მომხდარა სამართალსაწინააღმდეგო,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები