LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძე: პრემიერის გადადგომა არ მომითხოვია – მან არაფერი იცოდა ჩემი შვილის საქმეზე

46

როდესაც კვირიკაშვილს პირადად შევხვდი, დავრწმუნდი, რომ ამ კაცმა ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი იცოდა, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პრემიერის გადადგომას არ ითხოვდა.

“მე მაქვს კონკრეტული პრეტენზიები იმ ადამიანებთან, ვინც იცის ამ საქმეზე ყველაფერი და არაფერს აკეთებენ. რაც შეეხება გახარიას, მისი უწყების დარღვევები ვნახეთ, რაც იყო – გუშინაც 2 ადამიანი გაიტაცეს. პრემიერ მინისტრის გადადგომა მე არ მომითხოვია და არც მოვითხოვდი არასდროს. თუ შემეხებოდა ამ საქმიდან გამომდინარე პირადად მე, რა თქმა უნდა, მოვითხოვდი. ამ შემთხვევაში გახარია და წულუკიანი შემეხო,” – განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა  პროკურატურაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მან ჟურნალისტებისგან შეიტყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები