LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძე: თადუმაძემ მითხრა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს, ჯერ ულტიმატუმს ვერ წავუყენებ

56

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ახალ მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს შეხვდა. ზაზა სარალიძის განცხადებით, თადუმაძე მას დაპირდა, რომ  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანს.მისი თქმით, რადგან თადუმაძისთვის ეს პირველი სამუშაო დღე იყო, ის ულტიმატუმებით ვერ დაელაპარაკებოდა.

როგორც ირკვევა, შეხვედრას არ დასწრებიან საქმის პროკურორები.

სამწუხაროდ, საქმის ახალი პროკურორები ვინც არიან არ გამოცხადდნენ შეხვედრაზე, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა, ასე რომ, კონკრეტული პასუხები ამ ეტაპზე ვერ მივიღე” – განაცხადა ზაზა სარალიძემ ტვ პირველის გადაცემაში “რეაქცია”

დავით სარალიძის მამა საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.