LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძე: ზვიად ფხაკაძეს არ დავმუქრებივარ, ვაგინე

110

პროკურორ ზვიად ფხაკაძეს არ დავმუქრებივარ, ვაგინე, – ამის შესახებ  ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. ის ადასტურებს, რომ ზვიად ფხაკაძეს გუშინ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მაშინ, როცა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორს უსმენდნენ.როგორც სარალიძე აღნიშნავს,  ამის მიზეზი არის ის, რასაც ფხაკაძე ხორავას საქმის შესახებ სხდომაზე საუბრობდა.

ხორავას ქუჩაძე მოკლული დავით სარალიძის მამის განმარტებით, შეამჩნია რომ პროკურორი მ.კ-ს ხელს აფარებდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.
„ისევ კალანდიასთვის ხელის დაფარება რომ დაიწყო, მივწერე, კიდევ კალანდიას აფარებ ხელს-მეთქი?! სად არის ჩემი შვილის მკვლელი-მეთქი და შევაგინე. თუ უნდა გაასაჯაროვოს რაც მივწერე. რას მაგინებინებს თავს. რომ ამბობს, კომისიის დახურულ სხდომაზე გავასაჯაროვებო, რისი ეშინია?! გაასაჯაროვოს, მე არაფრის მრცხვენია. მე მაგას არ დავმუქრებივარ, უბრალოდ ვაგინე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს, 26 ივნისს ზვიად ფხაკაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ გუშინ ჩვენების მიცემისას მან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო სარალიძისგან. ფხაკაძის თქმით, შეტყობინებების შინაარსი დაკავშირებული იყო მის საპროკურორო საქმიანობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები