LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება 8 მარტამდე – წულუკიანი სტრასბურგიდან მიღებულ კორესპონდენციაზე

152

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ევროსასამართლომ მიიღო გადაწვეტილება, 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფა, რომელსაც სასამართლო დროებით ღონისძიებას უწოდებს და მოითხოვა შემდეგი – 1. საქართველოს სახელმწიფოს აკერძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღასრულება, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას; 2. აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს რუსთავი 2; 3. ხელისუფლებას მენეჯმენტის ან ბორდის შეცვლის უფლება არ მიეცეს.

წულუკიანის თქმით, ჯერჯერობით უცნობმა მოსამართლემ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. წულუკიანის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს სასამართლო საქართველოდან გაგზავნილ ნებისმიერ სხვა საქმეზე ადრე განიხილავს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არის მხარე – მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და პროცესი იმგვარად წარიმართება, როგორც სხვა სარჩელებთან დაკავშირებით ევროსასამართლოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები