LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარეკორდო გარიგება: რეალს სპონსორობისთვის არნახულ ფულს თავაზობენ

51

Under Armour მადრიდის „რეალს“ სარეკორდო კონტრაქტს თავაზობს: წელიწადში 150 მილიონი!
მადრიდელებმა შესაძლოა ტექნიკური სპონსორი გამოიცვალონ.

სპორტული ტანსაცმლის ამერიკული მწარმოებელი უკვე შეუდგა „რეალთან“ მოლაპარაკებას. „მარკას“ მონაცემებით, „სამეფო კლუბს“ წლიურად 150 მილიონ ევროს შეთავაზებენ, რაც მსოფლიო ფეხბურთში სარეკორდო გარიგება იქნება.

 

 

ადრე ითქვა, რომ „რეალი“ არ არის კმაყოფილი „ადიდასთან“ კონტრაქტის პირობებით.

Under Armour „ტოტენჰემთან“ თანამშრომლობს და ლონდონელებს წლიურად 12 მლნ ევროს უხდის.

ამერიკული კომპანია ასევე თანამშრომლობს სტივ კარისთან, ენდი მარეისთან, ტომ ბრეიდისთან და მაიკლ ფელპსთან.

„ადიდასი“ „რეალის“ ტექნიკური სპონსორი 1998 წლიდანაა. გერმანული ფირმისგან მადრიდელები 40 მლნ ევროს იღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები