LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარემონტო – სამშენებლო მასალებზე შავი პარასკევის აქცია ცხადდება

527

პირველად საქართველოში მაღაზიათა ქსელი “ზოდი“ მომხმარებელს 24 ნოემბერს სარემონტო – სამშენებლო მასალებზე შავი პარასკევის აქციას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” ”ზოდიდან” აცნობეს, შოურუმებში წარმოდგენილი პროდუქცია გაიყიდება 10%-დან 30%-მდე ფასდაკლებით.

”შავი პარასკევი მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. მაღაზიები ამ დღეს აწყობენ მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე. სწორედ ამ დღეს, კერამიკულ ფილებზე „ზოდი“ 30%-მდე,  ევროპულ კარზე 20%-მდე, პრემიუმ კლასის „პარადიზის“ ბრენდის კერამიკული ფილების, იტალიური და გერმანული შპალერების, გერმანული ლამინირებული იატაკის სრულ ასორტიმენტზე კი 15%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ”, – აცხადებენ ”ზოდში”.

მათივე ცნობით, შიდა და გარე კარის უახლესი კოლექციები, ბუნებრივი ქვები, სარემონტო ხელსაწყოები 10%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

24 ნოემბერს „ზოდი“-ს ექვსივე ფილიალი დილის 10-ის ნახევრიდან საღამოს 10-ის ნახევრამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, „ზოდი“  უკვე 10 წელია ლიდერი კომპანიაა სამშენებლო-სარემონტო მასალების ქართულ ბაზარზე. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

„ზოდის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარი, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები