LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარგებელი, რომელსაც „შაჰდენიზი 2“-ის დასრულების შემდეგ ვნახავთ

254

“რეგიონისთვის სამხრეთი გაზის კორიდორის განვითარებას, ჩვენი ქვეყნისთვის კი სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას და „შაჰდენიზი 2“-ის დასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სარგებელი, რომელსაც აქედან საქართველო მიიღებს, არის ის, რომ გაზის მოცულობა, რომელიც დღეს გვაქვს, პრაქტიკულად გაორმაგდება.

„დღეს თუ ჩვენ 800 მლნ. კუბურ მეტრ გაზზე გვაქვს გვაქვს წვდომა, 2022 წელს ამ გაზის მოცულობა მილიარდ ექვსას მილიონამდე გაიზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე აისახება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები