LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაცილო ხელფასი: ინგლისში ბანკირები გაიფიცნენ

128

ინგლისის ბანკის თანამშრომლები 50 წლის განმავლობაში პირველად გაიფიცნენ.
სააგენტო „Reuters”-ის ინფორმაციით, გაფიცვას ბანკის ყველა თანამშრომელი, მათ შორის უსაფრთხოება და მომსახურე პერსონალიც შეუერთდა. საპორტესტო აქცია 1 აგვისტოს დაიწყო და ის 3 დღეს გასტანს.
ბანკის თანამშრომლები ბანკის ცენტრალური ოფისის წინ შეიკრიბნენ და მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა.
როგორც ბანკირები აცხადებენ, მათი ანაზღაურება შეიძლება ითქვას, რომ სასაცილოც კია და წელიწადში 20 ათას ფუნტ სტერლინგს არ აღემატება. სწორედ ამიტომ, დირექტორთა საბჭოს მათი მოთხოვნების განხილვა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები