LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაცილოა, სიკეთის მეტი რა გაუკეთებია “იავნანას”? – პაატა ბურჭულაძე

47

“რა დანაშაული უნდა იყოს?! სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა,”- ამის შესახებ საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ, რომელიც საქართველოში წუხელ დაბრუნდა, ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. ხუთი თვე არის უკვე პროკურატურას საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი მონახეს და ვერც მონახავენ. მე ძალიან გული მწყდება, რომ პროკურატურა ჩაითრიეს ამ საქმეში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.

პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ გამოძიების დაწყება წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და ის ასევე, სხვა ფაქტორებთანაც არის დაკავშირებული.

საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს ფონდ “იავნანას” საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ფონდ „იავნანას“ თანხების გაფლანგვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები