LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაკლაო ტაძარში – მცველმა მრევლი ჯერ მოწამლა, შემდეგ ხანჯლით დახოცა

97

პაკისტანში, სუფისტური ეკლესიაში სულ მცირე 20 ადამიანი მოკლეს, ბევრი კი დაჭრეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, შემთხვევა სარგოდაში, პანჯაბის პროვინციაში მოხდა.

პოლიცია ამბობს, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ტაძრის მცხველი აბდულ ვაჰიდია.

ერთ-ერთი გადარჩენილი ამბობს, რომ ვაჰიდს მრევლი სათითაოდ შეჰყავდა საკუთარ ოთახში და მოწამლულ საჭმელს აძლევდა. შემდეგ კი თანამზრახველთან ერთად ხანჯლით კლავდა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სიკვდილს გადარჩენილი ქალი ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ადგილობრივი პოლიცია მაშინვე მივიდა სალოცავში და ვაჰიდი თანამზრახველებთან ერთად დააკავეს.

რატომ მოაწყო ტაძრის მცველმა სასაკლაო, უცნობია. პოლიციაში ამბობენ, რომ ვაჰიდს, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები