LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაკლაოდ ქცეული ბზობის წირვა – ეკლესიებში 2 ტერაქტის შედეგად 36 ადამიანი გარდაიცვალა

37

ეგვიპტეში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი გარდაიცვალა, ორივე შემთხვევა ქრისტიანულ, კოპტურ ეკლესიებში ბზობის საზეიმო ღვთისმსახურებაზე მოხდა.

პირველი აფეთქება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა ქალაქ ტანტაში, 25 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეკლესიაში იმყოფებოდა ქრისტიანი კოპტების პატრიარქიc. ოფიციალური წყაროების ცნობით, ის არ დაშავებულა.

ცოტა ხნის შემდეგ კი მეორე ტერაქტი მოხდა – კვლავ ეკლესიაში, ამჯერად ქალაქ ალექსანდრიაში. შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.

პატრიარქის პირადი მდივნის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა ტაძრის შესასვლელში აამოქმედა, ამ დროს საზეიმო წირვა მიმდინარეობდა.

აფეთქების გეგმის მიხედვით, რაც შეიძლება დიდი უნდა ყოფილიყო მსხვერპლი, ამიტომ ტერაქტისთვის ბზობის დღესასწაული შეარჩიეს.

პოლიცია უახლოეს ტაძრებს ამოწმებს, სადაც, შესაძლოა, ასევე იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობები დამონტაჟებული. ორივე ტერაქტი საკუთარ თავზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები