LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის მშობლებს კითხავს

37

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა სასამართლო სხდომაზე დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მშობლები იკითხებიან. მსჯავრდებულის მშობლები სასამართლოს ჩვენებას ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისცემენ. სხდომაზე, ასევე, დაგეგმილია ერთ-ერთი მოწმის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაც, რადგან აღნიშნული მოწმე საქართველოში არ იმყოფება.

საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განმარტებით, მოწმეები იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრებენ, რაც მათ საქმის გარშემო იციან.

თავის მხრივ, ადვოკატები მოწმეებს იმ საკითხებზე დაუსვამენ კითხვებს, თუ რამდენად აქვთ ინფორმაცია იმ ავტომანქაში მყოფი პირების და მათი საუბრების დეტალების შესახებ, რომლითაც მსჯავრდებული გ.ჯ. და ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი, მიხეილ კალანდია, 2017 წლის პირველ დეკემბერს ქალაქიდან გაიყვანეს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები