LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ 4 ბავშვზე ძალადობისთვის ბაგა-ბაღის თანამშრომელი 4000 ლარით დააჯარიმა

105

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული ბაღის თანამშრომელი დამნაშავედ სცნო და 4 000 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, თბილისში საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ ამავე ბაგა-ბაღის ოთხ აღსაზრდელზე განახორციელა ძალადობა.

სამართალდამცველებმა ის 2017 წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები