LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

113

მოსამართლემ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული დათა კვარაცხელია და ალექსანდრე (ავთანდილ) ამირანაშვილი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
დაცვის მხარე ითხოვდა, ისინი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყვნენ. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ არ არსებობს ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები, ვინაიდან საქმეზე გამოძიება დასრულებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები