LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ეკა მიშველაძის ტელევიზიიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო

77

ეკა მიშველაძის სარჩელი საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სარჩელის მიხედვით, მიშველაძე სამსახურში დაბრუნებას, კომპენსაციას და დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ დაადგინა, რომ ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს, გარდა ამისა, უკანონოდ ცნო 11 თებერვლის ბრძანება მიშველაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.

„ცხადია, არ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას, რადგან სასამართლოს მოტივაცია აშკარად მიუღებელია ჩვენთვის. რაც მთავარია,ს ასამართლომ დისკრიმინაციის მოტივი მთლიანად გამორიცხა, რაზეც ქალბატონი ეკა აფუძნებდა არგუმენტაციას.  სასამართლოს გადაწყვეტილებაში მიშველაძის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით საუბარი არ არის,“ – განაცხადა დიმიტრი ბერძენიშვილმა.

თავად ეკა მიშველაძე სასამართლოს გადაწყვეტილბით კმაყოფილია.

„მთავარი არის ის, რომ სასამართლომ აღიარეა ჩემი გათავისიუფლება მოხდა უკანონოდ. რაც შეეხება დანარჩენს, მორალური ზიანი და ა.შ. არის მეორეხარისხოვანი. სასამართლოიმ დაადგინა, რომ ეკა მიშველაძის საზმაუდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ნიშნავს იმას, რომ სამართალი სადღაც მაინც არსებობს,“ – აღნიშნა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები