LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა

41

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, მუქარაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017  წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, ბრალდებულმა თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც  სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი 2017 წლის 5 თებერვალს დააკავეს.

მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 111-151-ე მუხლით (მუქარა)  და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდბეული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.