LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესზე “გაზპრომის” წარმომადგენელი დაიბაროს – რომან გოცირიძე

66

“გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაზპრომთან დაკავშირებულ “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ “გაზპრომის” წარმომადგენელი დაბარებული იქნას სასამართლოში,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი რომან გომან გოცირიძე აცხადებს.

დეპუტატი ინფორმაციით, გაზპრომის წარმომადგენელმა სასამართლოზე პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო და რა უშლის ხელს მის გასაჯაროებას.

“ეს სასიამოვნო ფაქტია. არა მარტო “გაზპრომს”, არამედ ქართულ მხარესაც მოუწევთ იმის ახსნა, თუ რატომ იქნა გასაიდუმლოებული ეს ხელშეკრულება. დღესავით ნათელია, რომ ამით ქვეყანამ განიცადა სერიოზული ეკონომუკური ზარალი. ამასთან ერთად, ეს პოლიტიკურადაც საზიანო იყო. ეს არის პირველი სერიოზული ნაბიჯი ამ ბურუსით მოცული, საეჭვო და ქვეყნისათვის წამგებიანი ხელშეკრულების გამოსამზეურებლად.

პარალელურად ფრაქცია ითხოვს მისი გაფორმების გარემოებების შესასწავლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას. კომერციული ინფორმაციის და საიდუმლოების მთელი იდეა კონკურენტებისაგან დაცვაა, ხოლო ქართულ შპს “ გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” საქმიანობის ამ სფეროში (გაზის ტრანზიტული გატარება) კონკურენტი არ ჰყავს, ხოლო გაზის ტრანზიტი საართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით საქართველოს მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებული გამგებლობის სფეროა და კომერციული დასაიდუმლოების ინტერესის ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დგას,”- აცხადებს რომან გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები