LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის სარჩელი არ დააკმაყოფილა

36

სამგორის ოლქში ოცი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებაზე სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვდა, რომ სამგორის საარჩევნო ოლქის 20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები გაუქმებულიყო, რადგან მოსარჩელის მხარე აცხადებდა, რომ შემაჯამებელი ოქმები გადასწორებული იყო და ასევე დაფიქსირდა მეტი ოქმი.  სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ სარჩელი არაკვალიფიციურად იყო მომზადებული, რადგან ოქმებში ძირითადად ტექიკური სახის ჩასწორებები იყო, ხოლო რაც შეეხება ბიულეტენების მეტობას, ამაზე რეგისტრატორებმა არჩევნების დღეს დაწერეს განაცხადი, რომ ამომრჩევლისთვის ბიულეტენის მიცემისას  ბიულეტენი გადაყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სხდომაზე მყოფ “ნაციონალური მოძრაობის” იურისტს კომენტარი არ გაუკეთებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები