LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია 500 ლარით დააჯარიმა

82

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია “აიისას” საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. “აიისა” 500 ლარის გადახდა დაეკისრა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა იყო არაეთიკური. „აიისას“ ადვოკატი განაჩენს „თანამედროვე ცენზურის მაგალითს“ უწოდებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აანონსებს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საქმეს მივიყვანთ გამარჯვებამდე და აუცილებლად საკონსტიტუციო დონეზეც გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი მიმართულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რომ მსგავსი სუბიექტური ხედვებიდან გამომდინარე, არ იყოს შეზღუდული ჩემი და სხვა სუბიექტების და კომპანიების თვალთახედვა,“ – აცხადებს ადვოკატი.

„დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო არც ადამიანის უფლებებთან და არც სამართალთან.

„ეს არის დაბრუნება შუა საუკუნეების ინკვიზიციაში, რომელსაც დღეს საქართველოს სახელით გვაცნობს თბილისის საქალაქო სასამართლო. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა ფარატინა ქაღალდად და ბატონობას იწყებს უმრავლესობის ან საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნების, მორალის და ზნეობის სახელით და გვართმევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას,“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

საუბარია სექსუალური ხასიათის პროდუქციის შეფუთვაზე, რომელზეც თამარ მეფე, ქართლის დედა და ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებული ტექსტებია დატანილი.

მომჩივანი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები