LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეების მიერ უნდა იქნას არჩეული – ანა დოლიძე

92

იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის, მოსაზრებით, სასამართლოს თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნას წილისყრით, თავად მოსამართლეების მიერ და არა იუსტიციის საბჭოს მიერ.

როგორც სხდომის დაწყების წინ ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ ინიციატივას საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ანა დოლიძე განსახილველად დააყენებს სხვა ინიციატივას, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სანამ უვადოდ გაამწესებს მოსამართლეს, უნდა გაითვალისწინოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები. საუბარია იმ ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე, რომელიც შემდეგ ევროსასამართლოში გასაჩივრდა.

დოლიძის თქმით, არსებობს სამოცზე მეტი გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით სტრასბურგში გასაჩივრდა და მათ შორის არის გახმაურებული საქმეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები