LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას გარდაცვლილი ბავშვების მშობლები დაიკითხებიან

35

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. გარდაცვლილი ბავშვების მშობლები და ახლობლები საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან და ისინი პროცესზე ეტაპობრივად მას შემდეგ შედიან, რაც მოსამართლე მათ დასაკითხად გამოიძახებს.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. მისი თქმით, დღეს ბრალდება მოწმეებს დაკითხავს, რომელიც სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდიან მომხდარ ფაქტზე. პროკურორმა არ დააკონკრეტა მოწმეთა ვინაობა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამან ნეგატიურად იმოქმედოს საქმის მსვლელობაზე.

დაცვის მხარე კი საქმეზე ჩატარებულ არასრულყოფილ გამოძიებაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ მას შემდეგ რაც მოწმეთა დაკითხვა დაიწყება, სასამართლო დაინახავს, რომ საქმეზე სრულყოფილი გამოძიება არ არის ჩატარებული.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები