LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო პროდუქტი გვიანი ვახშმისთვის

221

ამერიკელი დიეტოლოგების აზრით, საღამოს 6 საათის შემდეგ ვახშმობა მხოლოდ მოთუშული ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტებითაა რეკომენდებული.

მეცნიერები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ ძილის წინ ნებისმიერი პროდუქტის მიღება ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა, ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ზოგიერთი მცენარეული პროდუქტის, მათ შორის მოთუშული ჭარხლის, კომბოსტოს და სტაფილოს ძილის წინ მიღება არა თუ მავნებელ, პირიქით – მეტად პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

დიეტოლოგების მტკიცებით, კომბოსტოს მირთმევა ნებისმიერ დროს სასარგებლოა, რადგან ის ნატრიუმის მარილს, ფოსფორს, სასარგებლო ცხიმებს, შაქარს და ვიტამინებს შეიცავს. კომბოსტო აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ხელს უწყობს დაგროვილი ცხიმების დაწვას, ამასთან, კომბოსტო საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია, რომელსაც ადვილად ამუშავებს ორგანიზმი.

ჭარხალი და სტაფილო წმენდს სისხლძარღვებს და გამოაქვს ორგანიზმიდან მავნე შლაკები და ტოქსინები. გარდა ამისა, „კეთილი“ ბოსტნეული ხელს უწყობს წონის დაკლებას და ამცირებს ჭარბი კილოგრამების თავიდან დაგროვების რისკს.

დიეტოლოგების აზრით, ბოსტნეული, რომელისაც ადამიანი საღამოს მიირთმევს, აუცილებლად მოთუშული უნდა იყოს, რადგან სწორედ მოთუშული პროდუქტი ამდიდრებს ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებებით. თუმცა, არსებობს ბოსტნეული, რომელთა მირთმევა კატეგორიულად იკრძალება საღამოს საათებში. ამგვარ „მავნე“ პროდუქტებს შორისაა კარტოფილი და სიმინდი.

ბოსტნეულის გარდა, დიეტოლოგები ზღვის პროდუქტის მირთმევის უფლებასაც გვაძლევენ, რადგან ზღვის თევზი, კალმარი და კრევეტები დიდი ოდენობით ცილას, ცხიმოვანი მჟავას და ფოსფორს შეიცავენ, რომელსაც მარტივად ამუშავებს ადამიანის ორგანიზმი. თუმცა, დაიცავით ზომიერება და ვახშამზე ზღვის პროდუქტი აუცილებლად მოთუშულ ბოსტნეულთან ერთად მიირთვით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები