LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო ვახშამი ბრიტანეთში 14%-ით გაძვირდა

61

საშობაო ვახშმის ღირებულება დიდ ბრიტანეთში გასულ წლებთან შედარებით 14%-ით გაიზარდა. 12 პროდუქტი, რომელიც 6 ადამიანისთვის ვახშმის მოსამზადებლად საკმარისია, 64,25 ფუნტი ( 81 დოლარზე მეტი) დაგიჯდებათ. ერთი ადამიანისთვის კი ვახშმის ღირებულება 10,71 ფუნტია, გასულ წელს 9.41 ფუნტი ჯდებოდა.

ის პროდუქტი კი, რომელიც საშობაო სუფრისთვის არის საჭირო, ინფლაციაზე სწრაფად გაძვირდა. ფასმა საგრძნობლად მოიმატა ინდაურზე, კარტოფილზე, ბრიუსელის კომბოსტოსა და წითელ ღვინოზე.

კრეკერები წინა წელთან შედარებით 41%-ით გაძვირდა.

თითქმის უცვლელია სტაფილოსა და მაყვლის სოუსის ფასი.

Good Housekeeping-ის კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიის გაკეთება საშობაო კერძებზე, შესაძლებელია მაღაზიებში ფასდაკლებების აქციებით სარგებლობის შემთხვევაში. ამისთვის კი ბრიტანელებს დიდი დროის დახარჯვა მოუწევთ, რადგან ყველა პროდუქტის შესაძენად ბევრ მაღაზიაში მისვლა იქნება საჭირო.

ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ 0,9% შეადგინა.ექსპერტები ელოდნენ, რომ პროდუქტების ფასი ფუნტის დევალვაციის ფონზე უფრო მეტად გაიზრდებოდა, რადგან ბრიტანული ვალუტა დოლართან მიმართებაში ივნისის შემდეგ 16%-ით გაუფასურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები