LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასიკვდილო შიმშილობა“ და მთავრობის პიკეტირება – „ქართული მარშის“ ახალი გეგმა

153

”ქართული მარში” მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებას და 500-კაციან ”სასიკვდილო შიმშილობას” გეგმავს.

საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთო ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, ინფორმაციით, მოძრაობა აპროტესტებს ”ქართული ოცნების” მიერ საქართველოს მიწის გასხვისების საკითხის ცვლილებას . მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” მოტყუებით, გარიგებებით ცდილობს ქართული მიწა გაყიდოს და გადასცეს უცხოელებს.

„ქართული მარში“ ხვალ,  18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან მსვლელობას დაიწყებს და  ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისთან საპროტესტო აქციას ჩაატარებს. შემდეგ მსვლელობა კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან გადაინაცვლებს,  დაგეგმილია შტაბის პიკეტირება.

„ხელისუფლებამ ჩაიდინა ავაზაკობა, პირობა დაარღვია. ახლა მოტყუებით ცდილობს საკუთარი შეხედულებით გასცეს მიწა უცხოელებზე. ჩვენ ღალატში ვადანაშაულებთ ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძეს, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელს ვანო ზარდიაშვილს, ასევე მამუკა მდინარაძეს, დავით საგანელიძეს,”  – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

”ქართული მარშის ” ლიდერის განმარტებით ხვალინდელი  გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ რადიკალურ ზომებსაც არ მოერიდებიან, მათ შორის მთავრობის პიკეტირებას და სასიკვდილო შიმშილობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები