LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასჯელების ბორბალი” – ”ლაიფციგი” უდისციპლინო ფეხბურთელებს კრეატიულად სჯის

54

გერმანული კლუბის, ”ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა,რალფ რანგნიკმა კლუბში უდისციპლინობის აღმოსაფხვრელად ფეხბურთელების დასჯის სრულიად განსხვავებული მეთოდი მოიფიქრა.
რანგნიკის აზრით,ფეხბურთელებისათვის დამატებითი ვარჯიშების შესრულება არც ისე ძნელია და ძალიან მალე ისინი ისევ არღვევენ წესებს,ამიტომ იგი მოთამაშეებს განსხვავებულად სჯის და სხვების სასარგებლოდ შრომას აიძულებს.
ჰერ რანგნიკმა ”ლაიფციგის” ბაზაზე ე.წ.”სასჯელების ბორბალი” დაამონტაჟა,რომლის სხვადასხვა მონაკვეთზეც სხვადასხვა სახის ”სასჯელები” წერია,როგორიცაა: კლუბის მაღაზიაში მუშაობა, საერთო სასადილოში საჭმლის დარიგება, კლუბის და სტადიონის სტუმრებისათვის გიდად მუშაობა,გაზონის გაკრეჭა ან კლუბის თანამშრომლებისათვის საჩუქრების ყიდვა.
როდესაც გუნდის რომელიმე მოთამაშე წესებს არღვევს,მწვრთნელი სასჯელების ბორბალს ატრიალებს და წესრიგის დამრღვევს სასჯელს ურჩევს.

”ზედმეტი სირბილი და აზიდვები ეფექტს არ იძლევა,ამიტომ ჩემი ფეხბურთელები შინაგანაწესის დარღვევისათვის თავისუფალი დროის რამოდენიმე საათს შრომაში ხარჯავენ.ეს მოქმედებს.”-განუცხადა რანგნიკმა BILD-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები