LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასკოლო სახელმძღვანელოების ნაწილს გრიფი მიენიჭა

89

განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების პროცესი დაიწყო, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმძღვანელოების ნაწილს გრიფი უკვე მიენიჭ. ამ ეტაპზე კი გრძელდება  გრიფირების განხილვა იმ საგნებში, რომელიც წელს პირველად ინერგება, ესენია „მე და საზოგადოება“, „ჩემი საქართველო“. აღნიშნული სახელმძღვანელოები სკოლაში დადგენილ ვადებში, თხუთმეტ სექტემბრამდე შევა.

განათლების სამინისტროს განმარტებით, გრიფირებამდე ყველა სახელმძღვანელო, დარგის სპეციალისტების გარდა, შეფასდა ფსიქოლოგებისა და ფილოლოგების მიერ. სკოლებს მიეცა შესაძლებლობა, გრიფირებული სახელმძღვანელოები პრიორიტეტების მიხედვით დაელაგებინა და არ შეერჩია მათ შორის მხოლოდ ერთი.
სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა კიდევ ერთი, მეორე დონის კომისია, რომელმაც დამატებით განიხილა სარეცენზიო ჯგუფების დასკვნები და წარმოადგინა კონკრეტული მოსაზრებები რეკომენდაციის სახით.
განათლების სამინისტროს განმარტებით, რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება,”- განმარტავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, გუშინ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გრიფირების პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხარვეზების შესწავლა უკვე დაწყებულია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სკოლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები