LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასოფლო-სამეურნეო მიწას პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ”

113

ტოტალურ აკრძალვაზე არასდროს გვისაუბრია, – ასე უპასუხა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რა პოზიცია აქვს მინისტრს უცხოელებზე მიწების მიყიდვის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე.

დავითაშვილის განმარტებით, კონსტიტუცია მას შემდეგ შედის ძალაში, რაც საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და ამის შემდეგ ორგანული კანონით უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. ლევან დავითაშვილის თქმით, ორგანული კანონი ალბათ, წლის ბოლოსთვის იქნება მზად, პროექტი არსებობს და მიმდინარეობს მჯელობა.

“ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია, სამინისტროს, მაგრამ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ჩვენი პოზიციაა და ვამბობთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწას პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ, უნდა არსებობდეს რეგულაციები, შეზღუდვები და რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ტოტალურ აკრძალვაზე არასდროს გვისაუბრია, უნდა არსებობდეს გარკვეული სივრცე ინვესტიციების განხორციელების, მათ შორის სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში. შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ამის დისკრეცია. კონკრეტულად დეტალები ჩაშლილი იქნება კანონში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები