LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტარტო 20 წუთი: ზაზას ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა

47

“ბრუკლინთან” მოგებულ მატჩში ფაჩულიამ ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა.

ტრავმის გამო გამოწვეული 8-მატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ მეორე შეხვედრა გამართა და კვლავ შედეგიანად გაისარჯა. „გოლდენ სტეიტის“ ძირითადმა ქართველმა ცენტრმა „ბრუკლინ ნეთსთან“ გამართულ მატჩში 20 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ფაჩულიამ შედეგიანად ითამაშა და ოკლენდელებს მორიგი გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა.
„გოლდენ სტეიტი“ ერთ-ერთი ლიდერის – კევინ დიურანტის გარეშე თამაშობდა და აღმოსავლეთ კონფერენციის საშუალოზე სუსტ გუნდთან მოსაგებად ჯაფა დაადგა. მართალია, საბოლოოდ მასპინძლებმა 112:95 იმარჯვეს, თუმცა მეტოქე ბოლო პერიოდამდე შანსს ინარჩუნებდა, სანამ უკანასკნელ წუთბზე „უორიორზის“ უპირატესობამ 20 ქულას არ მიაღწია.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთულში დაიწყო და მთლიანობაში მოედანზე 20 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად ზაზამ 9 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველ ლეგიონერზე შედეგიანად „გოლდენ სტეიტში“ მხოლოდ სტეფ კარი (27 ქულა) და კლეი ტომპსონი (24) გაისარჯნენ.

„გოლდენ სტეიტი“ 49 მოგებითა და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციის და სრულიად ლიგის ლიდერია. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 28 თებერვალს სტუმრად „ფილადელფიასთან“ ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები