LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტიპენდიო ფონდმა ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა

66

რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის ორწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება შედგა.

ფონდმა ორი წლის განმავლობაში შეძლო 23 სტიპენდიანტის დაფინანსება 4 რეგიონის უნივერსიტეტში. ღონისძიებას დაესწრნენ ფონდის სტიპენდიანტები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, დონორები, განათლების ექსპერტები, საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის წევრები და მოწვეული სტუმრები.

ფონდის საქმიანობაზე ისაუბრეს ბატონმა სიმონ ჯანაშიამ, განათლების ექსპერტმა თამარ მოსიაშვილმა. ასევე თვითონ სტუდენტებმა, დონორებმა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე საზეიმოდ გაფორმდა მემორანდუმები ფონდსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – Gori State Teaching University შორის. ასევე ფონდსა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი – Civic Development Institute – CDI შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები