LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო ცეცხლმოდებულ “ლეოგრანდში” სამ პირთან კავშირი ვერ მყარდება

39

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდიდან“, სადაც ხანძარია, მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. გავრცელებულ ინფორმაციით, სპაცენტრში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, “მის საქართველოს” მონაწილე გოგოები იმყოფებოდნენ. მათი ხელმძღვანელის ია კიწმარიშვილის ცნობით, ისინი უსაფრთხოდ არიან.

 

 

სასტუმროდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებულიც გაიყვანეს. სასტუმროში სავარაუდოდ, სამ ადამიანთან კავშირი ვერ მყარდება. ერთ-ერთი ადგილობრივი  აცხადებს, რომ სპაცენტრში 50 ადამიანი იმყოფებოდა, სამმა მათგანმა დარეკა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მოგვიანებით კი, მათთან კავშირი გაწყდა. ხანძრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები