LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების პირველადი შედეგები ცნობილია

116

სასტუმრო “ლეოგრანდში” უკვე დაასრულეს მუშაობა გამომძიებლებმა და ექსპერტებმა.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის ღამეს შენობაში გამწოვმა სისტემამ არ იმუშავა და სწორედ ეს გახდა უბედურების მიზეზი. ცეცხლი კი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

ტრაგედიის დროს გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს. 5 გარდაცვლილის პანაშვიდი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები