LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ლეოგრანდში“ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნიმუშების ამოღება ამ დრომდე მიმდინარეობს

79

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტების და გამომძიებლების მიერ სასტუმრო „ლეოგრანდში“ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნიმუშების ამოღება ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც შსს-ში განაცხადეს, ჩატარდა ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნიმუშების ამოღება ექსპერტ-კრიმინალისტების და გამომძიებლების მიერ. ჩატარდა ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები და სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შსს-ში.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები