LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო “რუმსში” ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა – დირექტორი

196

სასტუმრო „რუმს თბილისის“ დირექტორის, ვალერი ჩეხერიას, განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სულ ორი ოთახი დაზიანდა.
ვალერი ჩეხერიას თქმით, როგორც კი სასტუმროს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება, სასტუმრო ფუნქციონირებას დაიწყებს. „ყველა სტუმარი არის ევაკუირებული. ისინი გადაყვანილი არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, არავინ დაშავებულა – არც სტუმარი და არც თანამშრომელი,“ – განაცხადა ჩეხერიამ.
ჩეხერიას ინფრმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები