LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო, სადაც „მარტო სახლში“ გადაიღეს, ფილმის სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ

501

ლეგენდარული საშობაო ფილმის „მარტო სახლში” გამოსვლიდან 25 წელი გავიდა.  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო „პლაზა” ნიუ-იორკში დამსვენებლებს საჩუქარს უმზადებს. ყველა მსურველსა და ფილმის გულშემატკივარს ექნება საშუალება სწორედ სასტუმროს იმ ნომერში დაისვენოს, სადაც კევინ მაკალისტერის გმირს საოცარი თავგადასავლები გადახდა. ოთახი, სადაც უზარმაზარი ტელევიზორი, დიდი საწოლი და პატარა მაცივარი დაგხვდებათ, დამსვენებელს უკვე ელოდება და ეს სიამოვნება 895 დოლარი დაგიჯდებათ.

გარდა ამისა, სასტუმროს დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სპეციალური მენიუ, რომელიც 90-იან წლებში ფილმისთვის შექმნეს და ასევე გაემგზავრონ ექსკურსიაზე, რომელიც კვალდაკვალ მიყვება ლეგენდარული ფილმის გმირის თავგადასავალს. ექსკურსიის ფარგლებში მსურველები ლიმუზინითაც გაისეირნებენ და უზარმაზარ ნაყინსაც დააგემოვნებენ.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „მარტო სახლში 2“ 1992 წელს გამოვიდა. ფილმის სიუჟეტშის მიხედვით, მაკალისტერების ოჯახი ფლორიდში მიემგზავრება. ფილმის მთავრი გმირი კევინი კი, მოულოდნელად სხვა თვითმფრინავში აღმოჩნდება და ნიუ-იორკში ამოყოფს თავს. ამ დროს ქალაქში ციხიდან გამოქცეული  ბოროტმოქმედები, გარი და მარვი იმყოფებიან, რომლებიც სათამაშოების მაღაზიის გაქურდვას აპირებენ. კევინი გადაწყვეტს, მათი გეგმები ჩაშალოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები