LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროების ფასების ინდექსი საქართველოში 5.9%- ით შემცირდა

98

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 5.9%- ით შემცირდა. კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის ინფორმაციით, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-22.5%) და აჭარაში (-21.5%) შემცირდა. საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა. თბილისში კი სასტუმროს ფასების დონე სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, არ შეცვლილა.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებს სექტემბერში, ის აგვისტოს თვესთან შედარებით 5.7%- ით შემცირდა.

PMCG-ის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა  135 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის თბილისში – 153 ლარი და სამცხე-ჯავახეთში – 151 ლარი დაფიქსირდა. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი კი სექტემბერში 244 ლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები