LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროების საშუალო ფასები საქართველოში – მაისში ზრდა დაფიქსირდა

124

რა ღირს საქართველოში, სასტუმროში ერთი ღამის გატარება? – საკონსულტაციო ცენტრი Policy and Management Consulting Group – PMCG კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა; საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები მაისში, აპრილთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა. Airbnb-ის მიხედვით, მაისში, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის, ბინების ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ბათუმში დაფიქსირდა-$48.

უფრო დეტალურად, როგორც PMCG კვლევაშია აღნიშნული, 2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 137 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, თბილისში დაფიქსირდა-157 ლარი. (საშუალოზე 15%-ით მაღალი).

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა მსგავსად, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის თბილისში დაფიქსირდა-261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი).

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 399 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 610 ლარი შეადგინა, კახეთში – 358 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 354 ლარი, ხოლო აჭარაში – 269 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისის თვეში 72 ლარი შეადგინა. მაისში, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში დაფიქსირდა. რაც შეეხება ბინებს (apartments), Airbnb-ის მიხედვით, მაისში, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ბათუმში დაფიქსირდა-$48, შემდეგ მოდის თბილისი-$44, ფოთი-$42, ქუთაისი-$28 და რუსთავი-$20.

სასტუმროების ფასების ინდექსი:

სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მაისში, აპრილის თვესთან შედარებით, უმნიშვნელოდ 0.9%-ით გაიზარდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა (6.5%-ით), ფასები ყველაზე მეტად კახეთში შემცირდა (8.1%-ით).

2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6.1%-ით გაიზარდა, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი) საქართველოში მყოფი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 29.4%- ით გაიზარდა .

3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად მცხეთა- მთიანეთში შემცირდა.

საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები მაისში, აპრილთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად გურიაში გაიზარდა, ხოლო კახეთში ყველაზე მეტად შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები